ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2018


გული


ჯერ ნორმალური იყო,
საღი, ჯანმრთელი,
ჩვეულებრივი.

მერე,
მოულოდნელად კი არა და,
არც უმიზეზოდ, რა თქმა უნდა,
არც უადგილოდ,
მაგრამ,
ყოვლად შეუფერებლად,
შეუსაბამოდ,
უნამუსოდ,
სხვა არ ვიცი რა ეპითეტი შევურჩიო,
ან რა განსაზღვრება,
მოკლედ გასივდა,
ყელს მიებჯინა,
მუცელს,
თვალებს საჩინოს,
თავს გადავიდა,
ვერ მოვთოკე,
ვერ დავიტიე,
სამყაროსავით გაფართოვდა,
გადამიყოლა...

ახლა,
როგორც ყველაფერი
დასასრულისკენ - დაიშალა.
არც გატეხილა,
არც გამსკდარა,
რომ თან წავეღე,
დაშლა დაიწყო,
ლოთის ღვიძლივით,
მწეველის ფილტვებივით,
ლეშივით!
და...

გამიგრძელდა სათქმელიც და...
გულის რევებიც, -
ვიღებ ნაწილად,
დღენიადაგ,
არც თუ მარტივად,
მგონი მე კი არა,
ღმერთმაც არ იცის 
თუ დასრულდება ეს ამბავი...

ისევ მაზიდებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს