ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2018


ლამპარი თუ ნათურა ?!

მეუბნებიან, რომ არ გაქვს უფლება
შენ  მიყვარდე და გნახო..
და თუ ეს  სიყვარული, როგორც ლამპარი
კიდეც მინათებს და მათბობს??!!

ახლა "ლამპარია" ისევე ძველმოდური
როგორც ამ სტრიქონის ავტორი,
(ვისაც  სინონიმად  "ნათურა" ურჩევნია
მისთვის ხმას გავურევ სხვა ტონით)

მეუბნებიან, არ მაქვს უფლება
რომ შენ მიყვარდე
და გნახო!

მე კი უშენობით
უკვე  ავირიე
ახლა შენთან მინდა.
ახლოს ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები