ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: კოლანი
ჟანრი: პროზა
12 ივნისი, 2018


წვიმა მოქმედებს

" არსებობენ ადამიანები რომელთაც არ აწუხებთ მარტო ყოფნა, პირიქით უფრო კარგადაც გრძნობენ თავს ,მაგრამ მე ამ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები."

    წვიმიანი შუაღამეა. ბოლო ღერი მოვწიე , ყავის ბოლო ყლუპით ჩავირეცხე სიგარეტით ჩამწვარი ყელი  და აივნიდან ოთახში დავბრუნდი. ყოველთვის მაინტერესებდა სხვების ცხოვრება. არა ეს იმ გაგებით არა,რომ სხვისი უბედურება მახარებდეს (ყოველშემთხვევაში იმაზე მეტად არა ვიდრე ადამიანურ ბუნებას ახასიათებს) უბრალოდ მაინტერესებდა ოქროსფრად განათებულ ფანჯრებში ,რომლებიც მზის ჩასვლისას აბრჭყვიალდებოდა ,როგორი ბედნიერება სუფევდა. დარწმუნებული ვარ ამაზე დიდი რომანტიკა არ არსებობს,რომ შებინდებამდე რამოდენიმე წუთით ადრე დაჯდე გრძელ აივნის შუაგულში და შენს წინ აშენებულ ძველ კორპუსს უყურო,რომელსაც მინიმუმ 20 წელი არაფერი ემუქრება ,მისი ფასადის და მყარი კონსტრუქცია მასალის ფონზე თუ ვიმსჯელებთ . და რას ვამბობდი? ვუყურებ კორპუსს და თითქოს ყველაზე ნაკლებად უხდება ეს კაპიტალისტური სახელი ამ ცოცხალ არქიტექტურას ,ერთმანეთში სიცოცხლეს და უკვდავებას რომ იტევს.  ძალიან კარგი ყნოსვითი ორგანოები მაქვს და არც ენის რეცეპტორებს ვუჩივი. ჩემს ტვინამდე უსწრაფესად აღწევს ზამთრის შესანახების სუნები, მიუხედავად იმისა,რომ სვეცკ დედაქალაქში ვარ ,სადაც ყავა და სიგარეტი არის ის რაც აუცილებლად უნდა გქონდეს სტუმრის მოსვლის შემთხვევაში ადამიანები აკეთებენ პომიდვრის ჩაშუშულსაც, აჯაფსანდალს და ალუბლის მურაბას. თითოეულის გემო ვიგრძენი ენის წვერზე და თითქოს მთელი ჩემი ბავშვობა ერთ წუთში მოიტანა ნიავმა და ხეების ფოთლებში გამოპარულმა გემრიელმა სუნმა. სიცოცხლე იმიტომ არის მშვენიერი რომ დაჭრილ,დასერილ მუხლებს, დაკბენილ ხელებს, გაჭრილ თითს თუ ნაოპერაციებ კბილებს შეუძლიათ შეხორცება .ჰო მეტი არაფერი , თითქოს აზრი გავჭერი ,მაგრამ მეტი რა უნდა დაემატოს? მე ვფიქრობ ,რომ ეს საკმარისია და მიუხედავად ამისა რაღაც საშინლად არ მყოფნიდა იმ აივანზე  ჩემ ბავშვობას რომ ვფურცლავდი, შემდეგ ძველი საბჭოური ლიტერატურა რომ გადავქექე, რაღაცები რომ ამოვიკითხე, ძაღლების ფობიით შეპყრობილმა , მეხუთედან რომ დავუწყე ძაღლს ლაქუცი და მორჩენილი ძვლების ჩაყრა. იყო ჩემში სურვილი მაგრამ ვერ ვუახლოვდებოდი ამ სურვილებს. ხანდახან მაქვს განცდა ,რომ საშინლად ბევრი დრო მაქვს და მე არ მჭირდება ამდენი საათები ,მაგრამ როცა ეს საათები იწურება,როცა ძილისთვის ვემზადები ,ვფიქრობ,რომ არ მეყო დღევანდელი დღე ,შემეცვალა რაღაც ,მაგრამ ჩემში უფრო მეტად ფილოსოფოსია ვიდრე პერფექციონისტი ,რომელიც ჭერზე ააკრავს ოცნებებს და ყოველდღე დაიწყებს ოცნებასთან დაახლოებას. სამწუხაროდ ან საბედნიეროდ მე ბუნებით ყვავილი ვარ ,რომელსაც უნდა წყალი და მზის სხივი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს