ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2018


*. *. *.


დგება საღამო, შეგრძნებების - არამიწიერ.
მზე ჰორიზონტზე იფერფლება და მზის სხივებიც,
მტრედების მიერ, აკენკილი არაფერია,
გარდა ზეციდან ჩამოცვენილ მზესუმზირების.

ცა იმოსება შებინდების მუქი მანტიით,
ვარსკვლავები კი იღვიძებენ ღამურებივით,
დღეს კიდევ ერთხელ გადაშლილი ფიქრთა არქივი,
უშინაარსო კვდომის მტვერით დავიბურები.

ისმის ქუჩების დაბერილი ფილტვების კვნესა,
ზღვა შეიკავა სუნთქვასავით თითქოს ქალაქმა,
ვდგავარ ნაპირთან, ვადაგასულ ღიმილებს ვკემსავ
და გუმბათებში იბზარება სევდის აკლდამა.

ფეთქდება, მერე, წვეთებივით ცვივა წუხილად,
გამომშრალ ცრემლებს სანუგეშოდ იხუტებს მიწა,
გრამი სინათლეც იკითხება ჭექა-ქუხილად,
და დგება წამი სიკვდილისგან ვერავინ გიცავს.

წამოცდათ ვენებს მლაშე სისხლი, დაჭრილ გულიდან
ორიოდ წუთიც, ჰოდა სულიც მიაღწევს ცამდის
და გთხოვთ ამ სიკვდილს, ნუ ჩამითვლით თქვენ სუიციდად
ჩემს თავს კი არა, გულში მცხოვრებ სიყვარულს ვკლავდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს