ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2018


ძ ვ ი რ ფ ა ს ო

ჩემო ძვირფასო მიყვარხარ მეტად
და შენში მომწონს ეგ სისადავე,
გშვენის ღიმილი ნაღვლელშეპარვით
სიკოხტავე და ხიბლის სადავე,
მშვენიერება ასე სათუთი
დაისაკუთრე, მიისადაგე,
შენს სინაზეში თბილი სული ჩანს
და გიქებ ბაგეს მზისფერს, ბადაგებრს.


/////////////////////////////////////////////////////////
ნ უ  შ ე შ ი ნ დ ე ბ ი

ნუ  შეგეშინდება დაზამთრების,
სადაც თოვლია და სიცივეა,
სული მიწკრიალებს ფიქრით, რადგან,
ეს, რაც უმზეობა,  იგივეა,
ნუ შეგეშინდება აცივების,
სადაც იმედების სიმცირეა,
მაგ დროს მოთმინება იცრიცება,
ალბათ ფაქიზ სულის სიფრთხილეა,
ჩუმად შეგვეშინდა დაზამთრების
თუმცა კი, გაძლება შეგვძლებია,
ვის სურს უხიაგი აცივება
წარსულს ფანტელებად დასდებია.
ყოფნას ერთ დიდ ბაღთან ვაიგივებ,
წლებად ეს პირქუში ნაძვებია,
ფეხით გამოვლილი ცხოვრება კი,
მარხვის ღამეები,  დღეებია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები