ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2018


დაბადების დღე

                      ნაწილი მე-16
  შემოდგომის თბილი დღე იყო როცა მე დავიბადე, როგორც დედა ამბობს ძალიან უშნო ბავშვი ვიყავი. სახლში თუ სტუმრები მოვიდოდნენ  კარიდანვე იძახდნენ „ ვაიმე  რა საყვარელია. “ ევა სწორედ მაშინ დაიბადა როცა მამამ ხმამაღლა იყვირა დრეფანში „ მამა გავხდი“.  მამა ყოველთვის ამბობდა რომ, მე მხედავდა ძალიან წარმატებულს და ლამაზ გოგოს. მამა უკვე მიცნობდა ჩემს დაბადებამდე რამოდენიმე წლის წინ. ის სულ ამბობდა რომ მე მხედავდა და მესაუბრებოდა. მესაუბრებოდა დედაზე, მეგობრებზე და ყველაფერზე რაც მის გარშემო ხდებოდა. მამამ მე რამოდენიმე წლის წინ დამხატა და დღეს კი აქ ვარ, დედის წინაშე და უკვე 16 წელი გავიდა. რატომ ვსაუბრობ მამაზე მეტს? დედაზეც ბევრი ვილაპარაკე, ნათლიაზეც და ყველაფერი რაც აქამდე იყო მისი დამსახურებაა რომ მე დავიბადე შემოდგომის დღის, თბილ ამინდში.
- არა რა გეუბნებოდი, რომ სისულელე იყო იმ ქალთან მისვლა, აი შედეგი.
- ანკა ადრე თუ გვიან მაინც გავიგებდი.
- უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი სანდროსგან გაგეგო.
- როგორც ჩანს სანდრო თქმას არ აპირებდა.
- ცოტაც რო მოგეთმინა იქნებ ეთქვა კიდეც.
- გოგოებო რა ხდება?
- მოდი ლუკა, შენს დას ვირუსი შეეყარა.
- რა მოხდა, ელენე კარგად ხარ?
- კარგად ვარ, ურალოდ...
- სანდროს დაშორდა.
- ანკა საჭირო არ იყო, ამის თქმა.
- მოიცადეთ მეც გამაგებინებთ, რა ხდება?
- ძვირფასო მოიცადე,  მე მოგიყვები....
- წავედი ვთიშავ, ერთმანეთს გაუფთხილდით!
- ელე მოიცადე....
    მხოლოდ ის მედალიონი, გახდა მიზეზი, ურთიერთობის დანგრევის? თუ ელენეს აგიჟებდა ის მომენტი, რომ მარიტას სანდროს ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. სანდრომ ბევრჯერ სცადა, ელენესთან ისევ საერთო ენა გამოენახა, მაგრამ უშედეგოდ. უკვე რამოდენიმე დღე გავიდა, პატარა უბანში კი, არ ჩანს წყვილი, რომელიც გამუდმებით ცდილობდნენ, ერთმანეთის შეყვარებას. მათთვის არ ქონდა აზრი, თუ როგორი ამინდი, იყო გარეთ, მათ შეეძლოთ საათობით, ეყურებინათ თვალებში და ეთქვათ სიტყვები, რომელიც მხოლოდ, თვალებიდან იკითხებოდა. მათთვის დროს, უბრალოდ არანაირი მნიშვნელობა, არ ქონდა. წყვილი რომელიც გამუდმებით ცდილობდა, ერთად გადაელახათ, ყველანაირი დაბრკოლება, დღეს ისინი დამარცხდნენ. მათზე -ძლიერი, ისევ სხვა აღმოჩნდა.
- როგორც ყოველთვის?
- კი
- გაამზადეთ, ლანჩი ორ კაცზე.
- არა დღეს, მარტო ვისაუზმებ.
- ელე მაპატიე ვიცი, რომ შენ და სანდრო, ყოველთვის ერთად საუზმობდით.
- არა იყოს, ისევ ორ კაცზე, შემომხედე როგორ ხარ?
- კარგად თინა, ვისაუზმოთ და მელე წავიდეთ, სამსახურში მაგვიანდება.
- სულ სამსახურზე რო ფიქრობ, მაგიტომაც ხარ ეგრე. ამ საღამოს ილიას, ბარში კონცერტი აქვს წავიდეთ.
- დღეს ბევრი საქმე მაქვს, გვიან მოვრჩები და უნდა დავისვენო.
- უარს არ მივიღებ, 7-ზე მზად იყავი, გამოგივლი.
    ელენე ყველაზე მეტად, საკუთარ თავს ატყუებდა. სანდრო ენატრებოდა და ამის აღიარება, არ უნდოდა, დადის იმ ადგილებში, სადაც ერთად, დაუვიწყარი დღეები აქვთ გატარებული. ელენემ იცოდა, თუ სად მალავდა, სანდრო სარდაფის გასაღებს. სანდრო სმენაშია და თამამად შეუძლია, კიდევ ერთხელ, დაათვარიელოს სანდროს ნახატები.
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.
- კი მაგრამ...
- ვატოს რო დაურეკე, მეც იქ ვიდექი დღეს არ არის, ჩემი სმენა.
- მე წავალ...
- ელენე ძალიან გთხოვ, ცოტახნით გაჩერდი, რაღაც მინდა გაჩვენო.
- ჯანდაბა! არ შემიძლია წასვლა...
- ამას ხედავ?
- ეს ვინ არის, კიდევ ერთი ქალი, შენი ცხოვრებიდან?
- არა ეს ქალი, მომავლიდანაა.
- სანდრო გამიშვი, უკვე სისულელეებს ამბობ.
- მოიცადე! დააკვირდი, ვის გავს?
- არ ვიცი... მე? მგონი მართლა მე მგავს, მაგრამ მე არ ვარ.
- შეხედე თვალის ფერს, ზუსტად შენნაირი აქვს.
- თმის ფერიც, ვინ არის?
- უკვე გითხარი, ქალი მომავლიდან.
- რა ქვია?
- ევა.
- კარგი გამატარე, შენთან ლაპარაკს აღარ ვაპირებ.
- მიდი გაიქეცი, რამდენიც არ უნდა ირბინო, მე მაინც დაგეწევი.
    როცა დავიბადე, ვერ არჩევდნენ დედას ვგავდი თუ მამას, მაგრამ ეხლა ყველა დარწმუნებულია, რომ მამას ვგავარ. თუმცა არც ექიმობა მინდა  და არც დედას ვბაძავ. ნათლია ყოველთვის ამბობდა, რომ მე უბრალოდ, ვიყავი ევა კანდელაკი და არავის ვგავდი. როცა პირველად, მამას ალბომი დავიჭირე ხელში, მივხვდი რომ უნდა დამერქვა, სახელი და მომეყოლა ყველაფერი მათზე.
- მზად ხარ?
- თინა ხო გითხარი, მე არ მოვდივარ.
- მიდი ადექი, ყველა ჩვენ გველოდება.
- სასაცილოა.
- რა გაცინებს?
- სწორედ ეგრე წამოგიყვანე, საავადმყოფოდან პირველად.
- ნუ ნერვიულობ, დღეს ორივე გადავრჩებით.
- სისულელეებს ნუ ამბობ, კარგი დამელოდე, გამოვიცვლი და წავიდეთ.
    ორი ნათლია მყავს, ორივე გიჟია თუმცა, ანკა განსაკუთრებით. უკვე ორი შვილი ყავს, მაგრამ მაინც შეუძლია აკეთოს ისეთი რაღაცეები, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. გადალახა? დიახ მან, გადალახა და ლიზისთან ერთად, მეორედ დაიბადა. ლიზი დღეს, ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- რა ხდება? თინა რამდენი ხალხია.
- წამოდი, ყველას გაგაცნობ.
- გიგი როგორ ხარ?
- კარგად ელე, შენ?
- რა ხმაურია...
- ჯერ სად ხარ, თინაც მღერის.
- თინა?
- თავიდან რო გავიგე, მეც ეგეთი, რეაქცია მქონდა აი წამყვანიც მოვიდა.
- ეს საღამო ეძღვნება, ყველა შეყვარებულ წყვილს. აქ ყველა, იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ვთქვათ ყველაფერი სიმართლე.
- რა სისულელეა, მე წავედი.
- მოიცადე, სად წახვედი? მე მაინც არ მომისმენ?
- თინა მოდი გამოიქეცი, სცენა გელოდება.
- წავედი, იცოდე აქ იყავი და არსად არ წახვიდე.
- კარგი მიდი, გელოდები.
- მოგესალმებით მეგობრებო! „ ნუ ნერვიულობთ, კარგად ვარ! „ სინამდვილეში კი ეს საღამო, ეძღვნება წყვილს, რომელსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ და დიდი სიჯიუტის გამო, დღეს ერთად არ არიან. მე კი შევეცდები, ამ სიმღერით ყველაფერი ვთქვა, რისი თქმას ძალიან მინდა. მანამდე კი, სანამ სიმღერა იქნება. ყველამ შევხედოთ ეკრანს, იქნებ იქ მაინც ვიპოვოთ წყვილი, რომლებიც ერთად არიან.
- ვიცოდი, რომ აქ, ამის გამო მომიყვანეთ.
- თინა: მე იმდენი, რამ მაქვს თქვენთვის სათქმალი, ალბათ კამერას მეხსიერებაც კი არ ეყოფა, რომ ვილაპარაკო. ელენე და სანდრო, რომ არა ეხლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მე ვარ მონაწილე, თქვენი პირველი შეხვედრის და ის ყველაფერი, რაც ჩემ გამო გადაიტანეთ,  ალბათ ესეც, უნდა ყოფილიყო. თქვენ ძალიან ძლიერები ხართ და კიდევ უფრო ძლიერები, როცა ერთად ხართ. ელენე, სანდრომ შენთვის გადმომცა, ხვალ 8 საათზე, მოგაკითხავს მანქანა, გამოყევი მას, ის ჩემამდე მოგიყვანს. ელენე  მანქანას გაყევი, ხვალ 18 ივნისია...
- ანკა:  რა კარგია, რო მხედავთ, მოიცადეთ ლუკა მოდი შენც! ელენე ნახე, პირველი ფოტო, დღევანდელი ექოსკოპიიდან. მუცელში მატლი მყავს.
- ლუკა: ანკა მოიცადე, სანდრო და ელენე?
- ანკა: აა ჰო.. მე არაფერი არ მაქვს, სათქმელი ელენეს კარგად ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, ეხლა უკვე, ფიქრობს რა ჩაიცვას, რომ ხვალ 8 საათზე, კარგად გამოიყურებოდეს. ელენე წადი, ხვალ 8 საათზე, მწვერვალი გელოდება.
- ლუკა: მოიცადე ეგ, არ უნდა გეთქვა!  მე არ კი ვიცი, რა გითხრათ, სანდრო თავიდან რო გავიცანი, ძალიან არ მომეწონა, ეს ალბათ ეჭვიანობის ბრალიც იყო, მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ სანდრო ელენესთვის არის, ადამიანი, რომელიც ვიცი, რომ სულ დაიცავს.
- ზუკა: ელენე ხვალ სანდო, სმოკინგს იცმევს. შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მეცინება. ისე ემზადება თითქოს, გამოსაშვები საღამო აქვს. უი მართლა, ხვალ ჩემი მომავალი მანქანა მოგაკითხავს, შავი ფერის მერსედესი, ძრავს არაღ ვიტყვი, უბრალოდ გაყევი მას.
- გიგი: ელე შენ, ძაან მაგარი გოგო ხარ, ნუ ჯიუტობ გაყევი მანქანას.
- სანდრო: ჩაიწიე მეც ვიტყვი, ელენე სანდროს ძალიან უყვარხარ.
- ილია: და ბოლოს ვიტყვი რომ, მადლობა თქვენ ორს, თქვენ, რომ არა ეხლა, მე და თინა, აქ არ ვიქნებოდით.
      დედას გარშემო, იმდენად ლამაზი იყო ყველაფერი, არც თვითონ სჯეროდა, ამ ზღაპრის. მამამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დედა დაეთანხმებინა და მწვერვალზე ასულიყო. იქ სადაც, პირველად დაიყვირა, „ ბედნიერი ვარ! “ კედელზე სადაც, ჩემი სურათი იყო დახატული, კიდევ უფრო ფერადდებოდა და იღებდა იმ სახეს, რაც დღეს ვარ სინამდვილეში. მამამ ისე გაალამაზა სარდაფი, საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ის ოდესმე ნაავარევი იყო, როგორც ეს ალბათ, ფილმებში ხდება. გაფორმებული კედლები და სანთლებით გაფერადებული მაგიდა, ამშვენებდა ჩემს მშობლებს. ეს იყო დღე 18 ივნისი, როცა მამამ, დედას ცოლობა სთხოვა. იქ დამრთავრდა, ყველანაირი წყენა და ის სიჯიუტე, რაც რამოდენიმე დღე გრძელდებოდა. მამას ცხოვრებაში, საუკეთესო დაბადების დღე იყო, როცა დედას სთხოვა ხელი და მეორე, როცა მე დავიბადე, შემოდგომის თბილ ამინდიში.
- ელენე გამოადგი ფეხი, მოვა სადაცაა სანდრო.
- ანკა მოიცადე, მგონი რაღაც მავიწყდება.
- ელენე არაფერი არ გავიწყდება, ფატა თავზე გაქვს, ბეჭედი კი თითზე გიკეთია.
- არა მოიცადეთ, გამახსენდა ბლოკნოტი მრჩება.
-  ეხლა გავგიჟდები,  ადამიანს ქორწილი აქვს და ისევ, თავის ბლოკნოტზე ფიქრობს.
- ეს უნდა წავიღო, ესაც...
- ელენე მოიცადე გაჩერდი, იქ ამდენი რამე, არ დაგჭირდება ეგ ყველაფერია.
- აი ეხლა, მზად ვარ.
- არ გამიკვირდებოდა, კიდევ ერთი საათი, რომ გაგეგრძელებინა ჩხრეკვა.
- ანკა იცოდე, სულ ჩემს გვერდით უნდა იდგე, თუ რამე ამერევა გამისწორებ.
- გავიგე ეგ უკვე, ბერჯერ მითხარი.
- ბიჭო ყველაფერი, მზად არის? რამე ჰო არ გვავიწყდება?
- დამშვიდდი ძმა, ყველაფერი მზად არის წავედით!
    ქორწილის გაფორმებაში, ნათლიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და არამარტო მან, ელენეს და სანდროს ქორწილი, გაალამაზა ყველამ. ორგანიზატორი თინა იყო, ხოლო დეკორაციები ანკას ეხებოდა, ბიჭებიც კი თავდაუზოგავად იყვნენ ჩართულები, არც მარიკა დეიდა, არ გამოაკლდა სამზადისს. საბოლოოდ კი გაისმა ხმები. „ თანახმა ვარ! “ ზეიმი, რომელიც ღამის 00:00 საათამდე, გრძელდებოდა დასრულდა, იმით რომ ელენე და სანდრო წავიდნენ, თაფლობის თვით ამერიკაში, იქ ბიძიამ დაპატიჟა. სწორედ ეს იყო, საქორწილო საჩუქარი ლუკასგან. იქ მხოლოდ, ერთი თვე გაატერეს, ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი თვე.
- კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!
- დედა ნეტა იცოდე, როგორ მომენატრა სახლი.
-  ელენე დაანებე თავი ამდენ სიარულს, მოდი მომიყევი, როგორი იყო?
- დედა ისედაც, ყველაფერი იცით.
- შვილო დამენახე, მგონი გახდი, იქ არაფერს გაჭმევდნენ?
- კარგი რა დედა, იქ მხოლოდ, ერთი თვით ვიყავი.
- მიდი დაისვენე, საღამოს ახალ სახლში მივდივართ.
- უკვე მზად არის?
- კი შვილო, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის რომ ყველაფერი დაესრულებინათ, თქვენს ჩამოსვლამდე.
    სახლი სადაც, ეხლა ვცხოვრობთ,  16 წლის უკან, ახალდაქორწინებულების იყო. მისაღები ოთახში, სადაც ეხლა დედა და ნათლია  მშვიდად მიირთმევენ ყავას, პატარა პინჯნებით, იქ 16 წლის უკან, ძალიან დიდი ზეიმი იყო. იქ იყო ყველა: ილია და თინა, გიგი და სანდრო, მარიკა და დათო, ზუკა და დიტო, ანკა და ლუკა, ეკა და ნინო და მუდმივი გულშემატკივარი პატარა საბა.
- ლუკა მიშველე, მგონი მატლი მოდის!
- ანკა რა მატლი, ვერაფერი გავიგე.
- ლუკა მშობიარობ!
- მშობიარობს? სანდრო მიშველე, ანკა მშობიარობს!
- ელენე დამშვიდდი, სასწრაფო გამოვიძახოთ.
- არა რა სასწრაფო, ვერ მოვასწრებ, ვაჩენ უკვე!
- კარგი, კარგი ღრმად ისუნთქე , აი ეგრე კარგია!
- ლუკა სად არის? აქ მოდი, სად ხარ?!
- აქ ვარ, ძვირფასო აქ!
- მეზიზღები ძალიან მეზიზრები!  ყველაფერი წამოიღე, არაფერი არ დაგრჩეს, ჩემი კოპლებიანი კაბაც, რო გავაჩენ სურათები უნდა გადავიღო.
- ანკა მიდი შენ გააჩინე და სურათებს. აუცილებლად გადავიღებთ.
- ვერ გიტან, მეზიზღები!
- მე მიყვარხარ, ძვირფასო.
- სად მიდიხარ? არა შენც უნდა წამოხვიდე! ეს ყველაფერი შენი ბრალია, პასუხისმგებლობას, ნუ გაურბიხარ.
- არააა, მე ვერ შემოვალ.
- ლუკა უნდა შეხვიდე, ვერ ხედავ რა პანიკაშია.
- ელენე არ შემიძლია, გული წამივა.
- რა დაგემართა, ექიმი არ ხარ.
- ელენე მე სტომატოლოგი ვარ, გინეკოლოგი კი არა.
- შედი!
- მოდი აქ! სად წახვედი? არ გაქვს უფლება, მარტო დამტოვო.
      ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ, ბიძია მაინც დაესწრო, ანკას მშობიარობას, როგორც მამამ თქვა, იქიდან ისეთი ფერმკრთალი გამოვიდა, მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, „გოგოა“ და ამოისუნთქა  ღრმად. ანკამ და ლუკამ მას, ლიზი დაარქვეს, ის ეხლა, 17 წლისაა და ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- ევა საკმარისია, ამდენი წერა წამოდი, ნათლია გეძახის.
- ჩადი და ხუთ წუთში, მეც ჩამოვალ.
- რა ხდება, კიდე წერს?
- თინა არ ვიცი, გამაგიჟებს ეს ბავშვი, ნორმარულად ვეღარ ვხედავ უკვე.
- გამარჯობა ნათლია, როგორ ხარ?
- მოდი ჩამოჯექი, მოგვიყევი როგორ ჩაიარა დღემ?
- რავი კარგად, როგორც ყოვეთვის.
- შვილო სულ ერთი და იგივე პასუხი, როგორ გაქვს.
- დედა არაფერი ხდება, არ ვიცი რა მოგიყვეთ.
- რა ქვია?
- რას?
- რასაც წერ?
- „ დაბადების დღე.“
- დედე ეხლა მაინც, არ დაიყვირო გთხოვ.
- ლიზი დამაცადე, დაქალი არ მინახია უკვე, მთელი ორი კვირაა.
- არც მე მაგრამ, ეგრე არ ვყივირი.
- შვილო თქვენ, ჩამორჩენილი თაობა ხართ?
- დედა შეურაწყოფას ნუ მაყენებ.
- გაიბუტა, ჩემი პატარა გოგო გაიბუტა.
- დედა შემეშვი, პატარა აღარ ვარ.
- ელეე, მე დავბრუნდი !
- მოდით, კეთილ იყოს თქვენი დაბრუნება, როგორ იმგზავრეთ?
- დედაჩემს ის პილოტი, რო არ გაეგიჟებინა და ბევრი არ ელაპააკა, უკეთესი იქნებოდა.
- ანკა ამჯერად, რა ჩაიდინე?
- თინა არაფერი, უბრალოდ მოვითხოვე ნაყინი, მთელი ერთი ნაყინი და არ გვაქვსო.
- იქნებ მართლა, არ ქონდათ.
- ევა წამოდი ოთახში ავიდეთ, შენთვის ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.
- აჰა ერთმანეთში, ჰო აქვთ სათქმელი.
- ელენე შეეშვი, ბავშვები არიან, ჩვენ ისე ვერ დაველაპარაკებით, როგორც ერთმანეთში ისაუბრებენ.
- თინა არ მესმის, რით ვერ გამოვნახე, საერთო ენა ამ ბავშვთან.
- მე კი ჩამოვედი, მაგრამ ხვალ რა ხდება? რას ვაპირებთ?
- უკვე აღარ ვიცი, ყოველ დაბადების დღეზე, ევას რაც არ უნდა გავუმზადო, მაინც ერთი და იგივე სახით ზის.
- ფსიქოლოგთან, ისევ დაგყავს?
- არა, აღარ მომყვება.
- ბავშვებო, აბა მოდით აქ, ხვალ რას ვაპირებთ?
- დედა ეხლა, სუპერმენის ფორმა, ჩაიცვი და ისე მოდი.
- რას ხედავ მერე, მაგაში ცუდს? ისე კარგი იდეაა მომაწოდე.
- დედა ვერ ვხვდები, მაგას მართლა აპირებ?
- ელე გეთანხმები, არც ჩემი შვილი არ მგავს, არადა ერთად დავიბადეთ.
    მე დავიბადე, 18 სექტემბერს და ყოველ ამ დღეს, მზიანი ამინდია. ძალიან მიყვარს, როცა დაბადების დღეს, მამასთან ერთად ავღნიშნავ, მამა ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო, როცა პირველად ამიყვანა ხელში. დედა მშობიარობიდან, გადაღლილს, მშვიდად ჩაეძინა. სანდრომ ბავშვი, რომელიც 16 წლის უკან დახატა, 18 სექტემბერს, ხელში აიყვანა, მშვიდად, ცოტაც შეშინებული სახით, მაგრამ ძალიან ბედნიერი.
- ხვალ, სასაფლაოზე ავდივარ.
- შვილო მოდი, ხვალ არ გვინდა.
- დედა ჰო იცი, რომ მე მაინც წავალ.

გაგრძელება იქნება!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები