ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2018


ყველაფერი? - არაფერის სათავე....

როგორც მოხუცს თავის ბოლო დღეების,
ისე მიჭირს ახლა შენი დათმობა,
გამართლება ილუზიებს რომც ჰქონდეს,
უარს ვიტყვი ალბათ თვითონ (რატომღაც)
სამყაროსაც (ვიცი, ბანალურია...)
მეც ხანდახან შენი თვალით ვხედავდი,
ზედმეტია ჰაერიც კი უშენოდ,
როგორც ფარდა, მოლოდინში სპექტაკლის...
რეალობაც რთული გახდა, რადგანაც
ფანტაზიით თავი გავათამამე...
არაფერი? - ყველაფერის ბოლო და
ყველაფერი? - არაფერის სათავე...

ლიკა ოხანაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები