ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2018


ინანა

„დუმდე, ინანა, სრულდება წესი...“
************************************************
დუმდე, ინანა...
უნდა დუმდე,
სრულდება წესი...
და განძარცვული უნდა წარსდგე წინაშე ღმერთთა...
რა გზაღა დაგრჩა,
მხოლოდ ამას გიმზადებს ბედი:
უნდა დადუმდე,
და შიშველმა ატარო სევდა,
რომელიც მუდამ შენი იყო,
რომელიც გამხელს,
არ იყავი და სევდიანი დაგქონდა სული...
ჩუმად, ინანა,
დაიდუმე მარწყვივით ბაგე,
გამოიტირე ქვესკნელს მყოფი შენი მიჯნური...
სრულდება წესი,
უნდა დუმდე,
დუმდე, ინანა,
შენა ხარ ყანა მოუმკელი,
თავთავი - მწიფე...
სანამ სატრფოსთან განშორება ბოლოს მოგიღებს,
მოვა გილგამეშ,
სხეულიდან მზეებს დაგიკრეფს,
რომ ვნებებისგან გაგაშიშვლოს,
რომ შიშვლად დარჩე,
რომ განძარცვულმა აღასრულო წესი, ინანა,
მალე, ჰო, მალე ჩამოდგება, ინანა, ღამე,
სატრფო მონახე, მოასწარი,
სანამ ინათა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები