ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2018


* * *

დავდივარ, ვეძებ თავაუღებლად
სადღაც დაკარგულ უბრალოებას.
ცა ამოლესეს შავმა ღრუბლებმა
და მზის გარეშე უკვალო ძებნას

აზრს უნარჩუნებს მხოლოდ იმედი
...
მაგრამ ჩვენს დროში იმედზე წერას
თუკი გაბედავ, ან დაგცინებენ,
ან გაგკლანჭავენ, როგორც თაგვს - ძერა.

რა ვქნა?! - თან მინდა დროს ავედევნო
და გავერიო მის მარაქაში.
ვისიამტკბილო მეც, კი არ ვევნო,
დავდგე სიოში და არა ქარში.

მაგრამ ვიცი, რომ ეგ დროც, წრიული,
მოკვდება, რადგან მატერიაა,
რადგან არ არის მარადიული,
ისიც ნაცარი და მტვერია...

და აი, ასე, რაც უფრო ბნელა,
მით უფრო მეტად ცოცხლობს იმედი
...
ამასობაში, მეც, ნელა-ნელა,
დასასრულისკენ, ლექსის, მივედი,
სადაც დაკრაგულ უბრალოებას
ვპოულობ ურყევ იმედის ფასად
...
მზის სხივმა ღრიჭო გამოუძებნა,
შავი ღრუბლებით ნალეს ცის ფასადს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები