ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2018


დე-ს


იანვარია დე,
მე აქ ვარ...
თითებით გვარცხნი მიწას, თმებივით,
ცივი მუხლებით შევხვდი ამ ზამთარს და
კანში პურის ნამცეცებივით გიმალავ ყინვას.
დე, მე  აქ ვარ...
და არაფერი გვაშორებს თითქმის
მეხსიერების გაკვანძულ ბაწარს ჩიტივით ვუვლი
ხელის გულებში.
გვხედავ? ჩვენ  აქ ვართ...შენს სიჩუმეში
მე და იანვრის გამხდარი  ცაცხვი
სიცივე  გვიღრენს, როდესაც მიწას
თბილი თითებით თმებივით გვარცხნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები