ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2018


სრული უშენობა მტკივა

თუმცა
თარიღები შეიცვლება
გჩემობ: გუშინ, დღეს და... ხვალაც....
არის მონატრების
განაჩენი...
მაგრამ დავიწყების? არა!
თუმცა ვერთქმა უფრო
მიჭირს,
მაინც არასოდეს გეტყვი,
თუ შენ მონატრება გქვია,
მე ვარ - მონატრების მსხვერპლი...
მიჩვევს
უსასრულო ფორიაქი,
თავის დარწმუნება ტყუილად...
შენი დავიწყების განაჩენი,
სრული უშენობა
მტკივა....

23.06.2018
ლიკა ოხანაშვილი














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები