ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ივლისი, 2018


რა საჭიროა?! გვჭირდება!... (ციკლიდან ასიანები)

რა საჭიროა?! გვჭირდება!... (ციკლიდან ასიანები)

იქ სადაც კვდებიან, ჯერ იბადებიან! მწარეა კვდომა და განსვლა კუბიდან. სხეული ხომ სამ განზომილებიანია და შეგრძნებები მხოლოდ დამატებები... ვიდრე გრძნობ ხარ ცოცხალი და თუ კარგავ მას ცოცხალ-მკვდარი ხდები ვიდრე მოკვდებოდე.

ადამიანი გრძნობებით...
რა საჭიროა?!

ადამიანი გრძნობების გარეშე...
რა საჭიროა?!

ადამიანი ადამიანის გარეშე...
სად არის გრძნობები?

ადამიანი გალაქტიკის გარეშე...
სად არის სიცოცხლე?

ადამიანი რწმენის გარეშე...
სად არის ღმერთი?

ადამიანი ღმერთის გარეშე?
სად არის შთაგონება?!

ყველა ფიქრობს სიკვდილზე და ეტყვიან ხოლმე, მას, რომ "ნუ ფიქრობ. იცხოვრე იქამდე ვიდრე ფიქრი გამუდმებით არ შეგაწუხებს..." არადა ადრეული ასაკიდან იწყებ, ადამიანი, ფიქრს და შემდეგ ეძებ ჭეშმარიტებისთვის გამოყოფილ ადგილს, სადაც ცდილობ დაივანო ან სხვას დაუთმო ადგილი!

რა საჭიროა ფიქრი სივდილზე, როცა ის ჭეშმარიტად გვჭირდება!

გიგო რიონელი-უკალმოველი
20 ივნისი 2018 წელი და ა.შ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს