 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 5 ივლისი, 2018 |
მრავალნ(ი)ო
- გისმენ! - მისმენ? - არა, გისმენს! - ვინ მისმენს? - მე, გისმენ! - შენ? - ჰო მე! - რა შენ? - გისმენ! - მისმენ? - არა, გისმენს! - ვინ მისმენს? - მე გისმენ! - რამდენი მისმენს? - მხოლოდ მე! - არა! - როგორ თუ არა? - აი ისე, როგორც არასდროს არავინ მიესმენს! - შეიძლება, მარამ მე გისმენ! - მისმენ? - არა, გისმენს! - ვინ მისმენს? - მე გისმენ! - შენ? - ჰო მე! - შენ ვინ ხარ? - ღმერთი! - და გინდა მითხრა, რომ მე ახლა ვლოცულობ? - არა! - მაშინ შენ ღმერთი არ ხარ და არ მისმენ! - გისმენ! - მისმენ? - არა, გისმენს! - ვინ მისმენს? - მე გისმენ! - შენ მისმენ? - არა. მე მხოლოდ ვისმენ! - ჯერ არაფერი მითქვამს... - ხომ იტყვი? - ალბათ, თ არ ჩავთვლით, რომ უკვე ვამბობ! - რას ამბობ? - როგორ თუ რას ვამბობ? - ჰო რას ამბობთ, მაკვირვებთ! - არადა. ჯერ არაფერი მითქვამს. - იტყვით! - არაფერს ვიტყვი! - არიან მრავანი, ვინც არაფერს იტყვიან, მაგრამ არც ისმენენ! - თქვენ? - მე, გისმენთ! - მისმენთ? - არა, გისმენს! - ვინ მისმენს? - მე, გისმენ! - შენ? - ჰო მე! - რა შენ? - გისმენ! - მისმენ? - არა, გისმენს! - ვინ მისმენს? - მე გისმენ! - რამდენი მისმენს? - მრავალნი გისმენენ! - ეეეჰ, მრავალნო, როდის გაიტრუნეთ და სმენად იქეცით და მე მისმენთ? - გისმენთ! - მრავალნო, მე გავგიჟდიი! ღმერთი?! ღმერთი გაგიჟდა? - გისმენ! - ვინ მისმენს? - მე გისმენ, ღმერთი! და არსად არის ამინ-დი!
გიგო რიონელი-უკალმოველი! 21 ივნისი 2018 წელი და ა.შ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჟანრი შეცდომით გახლავთ მითითებული. მაპატიეთ!!! ჟანრი შეცდომით გახლავთ მითითებული. მაპატიეთ!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|