ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2018


ცხადი

„თუ არ გეტკინა ვერ გაიზრდები“ -
ვერ გაატარებ უყურადღებოდ,
ამ და სხვა მსგავს გამონათქვამებს,
თუ დაგიგროვდა
გამოცდილება -
დაეთანხმები,
მაგრამ,
მათში მაშინ პოულობ
სიბრძნის სიცხადეს,
როცა შეიგრძნობ საკუთარ თავზე.
მაშინ მიხვდები ,
რატომ კარგავ სილაღეს და რატომ ხევდები...

ხეს კი მეხი თავად პოულობს!

ნამეხარ ხეს რა დაგრჩენია?!
სანამ სიცოცხლის მანიშნებელ
ერთ ყლორტს მაინც ემორჩილები,
გაიხსენო ის ყვავილედები,
წარსულში რომ
უხვად გმოსავდნენ
და ამ ფიქრით იყო ბედნიერი:
- ვერ იქნებოდა ის სილამაზე,
ერთ დროს, უშენოდ...

მიზეზები - მიზნებისაკენ,
მაგრამ ხშირად
უმიზნოდაც გვამოქმედებენ!
- ხომ გამოდგება თავის მართლებად?
მაგრამ არა ღირს!

ისევე, როგორც
ყოველი ლექსის შემკობაა შესაძლებელი,
რითმებითა  და მეტაფორებით,
ყოველთვის არ ღირს -
ნამეხარისთვის ერთი ყლორტის
მსახურებაც საკმარისია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები