ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2018


მკათათვისა

****************
რაებს მომიჩმახავს გული ხოლმე,
როგორ არ ავყვე და ვიხალისო,
ჩემო იისფერო სიზმარეთო,
ქარში ფორიაქა კიპარისო.
სიცხით გათანგული ვხეტიალობ,
გზებზე დაგეძებ და მენატრები,
ივლისის პაპანაქებაა
და რომ ჩაგეხუტო - მერიდება,
არადა, როგორ გაგერიდო,
როცა ზღვასავით ხარ,
უსასრულო,
ჩემო ერთადერთო სიხარულო
და მარადიულო გაზაფხულო.
რაებს მომიჩმახავს გული ხოლმე,
დროშიც ავრეულვარ მირკანივით,
მოვალ და ჩემს ხილვებს მოგიყვები,
მოვალ მეშვიდე თვის სიზმარივით.
მოგიტან სევდას და სიხარულებს,
ფორიაქს, მხოლოდ მე რომ დაგაჩვიე,
ზღვასავით ვრცელო და უსასრულოვ,
მოვალ, რომ თავბრუ დაგახვიო.
პაპანაქებაა, მაინც გნატრობ,
თუმცა ჩახუტებას ვერიდები,
მკათათვე ისე შევიყვარე,
თვალებახილულსაც მეზისმრები...
შენ ზღვა ხარ -
ვრცელი და უსასრულო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები