ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2018


ს ე ს ი ლ ი (ნაწილი 3)

მე მისთვის არ შემიხედავს ამჯერად  სახეში, ის კი იდგა და კარების გაღება თითქოს დავიწყებოდა, მივხვდი რაღაცის თქმას აპირებდა და სწრაფად ავარიდე თავი მოსალოდნელობას და ვუთხარი:
ანდრო, კარგი მე წავალ  დაგემშვიდობები.
საკმაოდ გაბედულად გამომივიდა ამ სიტყვების წარმოთქმა, ხმაში ოდნავ შემერია მბრძანებლური ტონიც.
უცებ თითქოს გამოფხიზლდა, კარები გახსნა, მიგაცილებ თენგიზის კაბინეტამდე მითხრა და გამოხურა კარები.
ჩვენ აწყობილი ნაბიჯით გავემართეთ თენგიზისაკენ.
არ შეცვლილხარ, მითხრა თავდაჯერებით და შემკრთალი ხმით.  მე არაფერი ვუპასუხე, მივხვდი რაზეც მითხრა.
რამდენიმე ნაბიჯზე აღმოჩნდა თენგიზის კაბინეტიც.
კარები შეხსნა, თენგიზი სამუშაო მაგიდასთან იჯდა, სწრაფად წამოდგა და გამოემართა ჩვენსკენ.
ანდრო შიგნით  არ შემოსულა, მიპატიჟებაზე მადლობა სწრაფად მოიხადა, გაიხურა კარები და გავიდა.
შეთავაზებულ სკამზე კარგად მოვეწყე, ამოვალაგე საჭირო მასალები და შევუდექით საქმეს. ყველაფერი განვიხილეთ, ყველა საკითხი გავიარეთ ზედმიწევნით, შევთანხმდით , დავალაგეთ შემდეგი მოქმედების გეგმა და დავთქვით შემდეგი შეხვდრა.
მუშაობის დროს ხშირად ვამჩნევდი თენგიზის  შეპარულ მზერას, რა დროსაც ინტუიციით ვგრძნობდი, ცდილობდა ამოეხსნა ერთი ამოცანა, ვინ და რა ვიყავი ანდროსთვის დღემდე.

მე სწრაფად ავიღე ჩემი მასალები, ჩანთა  მოვიმარჯვე,  ჩავალაგე შიგ ყველაფერი. ჩანთის ელვაშესაკრავი შე ვაბნიე, ხელი წამოვავლე ხელჩანთას და ავდექი.
სკამი ფრთხილად და უხმაუროდ  შევდგი ადგილზე.
ხელი პირველმა გავუწოდე ჩამოსართმელად, გავუღიმე, მადლობა მოვუხადე თენგიზს, დავემშვიდობე და წავედი კარებისკენ.
წამომეწია, კარები თავად გახსნა, კიდევ ერთხელ დამემშვიდობა, წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს და წამოვედი.

ფრთხილად გავიარე ანდროს კაბინეტის კარებთან. ლიფტით არ ვისარგებლე, ფეხით  დავუყევი კიბის საფეხურებს.მსიამოვნებს პატარა სართულებზე კიბეებზე ფეხით ასვლაჩასვლა.

გამოვედი მთავარი შენობიდან  ეზოში. სუფთა ჰაერი შემომეფინა სახეზე, წყნეთიდან მომავალი გრილი ჰაერის ნაკადი. მესიამოვნა.

მთელი ეზო მწვანედ ბიბინებდა შენობის გარშემო, კარგად იყო მოვლილი აქაურობა, სამაგალითო სისუფთავე იწონებდა თავს და იზიდავდა თვალს ამ გოროზ და მკაცრი დაწესებულების გარშემო.
გამხმარი ჩალისფერი გადაჰკვროდა შენობას გარედან და არა გველისფერი.

ეზოში გატაცებით ყვაოდნენ წამოზრდილი სხვადასხვა მოყვავილე ხეები, ისინიც ისე ოფიციალურად, მყარად შემდგარიყვნენ საიმედო ღეროებზე, ისევე როგორც ეს შენობა დანიშნულებისამებრ.
ეზო გავიარე, მთავარ შესასვლელში შევედი, ავიღე პირადობა,  ტელეფონი, დავემშვიდობე იქ მყოფთ და გამოვედი გარეთ.

დრო თითქოს გაჩერებულიყო ჩემს გამოსვლამდე, მომეჩვენა რომ ყველაფერი ისევ ისე იყო შესვლისას რომ დავტოვე,  ჭადრების ჩრდილი თავზე მედიდურად წამოსდგომოდა შესასავლელის ერთსართულიან ნაგებობას. მისთვის არ მიმიხედავს  ელისავით უკან, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ შესაბამისობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან ეს შენობანაგებობანი და ეს ჭადრები.
ყოჩაღ, სწორედ შემოუსახლებიათ ეს სამსახური ამ ადგილსა და შენობაში, გავიფიქრე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
მზე კარგად  იყო ცის სანაპიროს ამოცილებული, მისი ძალა იგრძნობოდა.
ნეტავ ზამთარშიც ამდენი ძალა გქნდეს და ამდენი შეგეძლოს, მოვარვარე ყვითელო ბურთო, გიყურებ და შენს გულამდე აღწევს ჩემი მზერა, ვიცი როგორიც ხარ და ეგ სითბოც საიდან გაქვს და რა გელის შემდგომში, ვიცი რომ

                                                                                        მ ზ ი ს    დ ა ბ ა დ ე ბ ა

სისტემის ფორმირებასა და ევოლუციაში. შენ ჩვენო ყვითელო გავარვვარებულო მასავ,  დედამიწის გარე ატმოსფეროს სტრუქტურას ცვლი.

შეენში არსებული ყველა მატერია გაზურ მდგომარეობაშია,  რაც მაღალ ტემპერატურებზე პლაზმურში გადადის. ამის შედეგად, შენ ეკვატორზე უფრო სწრაფად ბრუნავს (დაახ. 25 დღე), ვიდრე უკიდურეს განედებზე (დაახ. 35 დღე პოლუსებთან ახლოს). შენი,  დიფერენციალური ბრუნვის განედები დროთა განმავლობაში იწვევს მაგნიტური ველების ძალწირების ერთმანეთში ჩახლართვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება მაგნიტური ველის მარყუჟები. ისინი ამოიფრქვევა მზის ზედაპირიდან და მზის ლაქებისა და ამოზნექილობების წარმოქმნას უწყობს ხელს. ეს გადახლართვა ქმნის მზიურ დინამოსა და მაგნიტური აქტივობის 11 წლიან მზიურ ციკლს, რადგან მზის მაგნიტური ველი ჩვეულ ნორმაში დგება ისევ ყოველ 11 წელიწადში ერთხელ.

შენი  მაგნიტური ველი შენზე საკმაოდ შორს ვრცელდება. მაგნეტიზირებული მზიური ქარის პლაზმა მზის მაგნიტური ველი კოსმოსში გადააქვს და წარმოქმნის ე.წ. პლანეტათაშორის მაგნიტურ ველს.
   
          რადგანაც პლაზმა მხოლოდ მაგნიტური ველების ძალწირებთან ერთად ვრცელდება, პლანეტათაშორისი მაგნიტური ველი თავდაპირველად რადიალურად იჭიმება მზისგან მოშორებით. იმის გამო, რომ მზის ეკვატორის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის ველებს განსხვავებული პოლარულობა აქვს, რომელიც მზის მიმართულებით და პირიქითაა მიმართული, მზის ეკვატორულ სიბრტყეში არსებობს ნაკადის თხელი ფენა, რომელსაც ჰელიოსფეროს ნაკადის ფენა ეწოდება. დიდ მასშტაბებზე მზის მოძრაობა მაგნიტურ ველსა და ნაკადის ფენას გრეხს არქიმედესეული სპირალის მსგავს სტრუქტურად, რომელსაც პარკერის სპირალი ეწოდება.

პლანეტათაშორისი მაგნიტური ველი მზის მაგნიტური ველის დიპოლურ კომპონენტზე ბევრად ძლიერია. მზის დიპოლური 50-400 μT-იანი (მიკროტესლა) მაგნიტური ველი (ფოტოსფეროსთან) მცირდება მანძილის კუბის უკუპროპორციული კანონით 0.1nT–მდე დედამიწასთან. თუმცა, კოსმოსური ზონდების მიერ პლანეტათაშორის ველზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწის მდებარეობა დაახლოებით 5 nT-ა — დაახლოებით 100-ჯერ მეტი.
სხვადასხვაობა გამოწვეულია მზის გარშემო არსებულ პლაზმაში ელექტრული დინებების მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ველების გამო.

„ქიმიკოსის გადმოსახედიდან ვარსკვლავის შიგნეულობა... მოსაწყენია — აქ ვერ შეხვდებით ვერც ერთ მოლეკულას — როალდ ჰოფმანი“

შენ ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგებ:  ისინი მზის მასის 74,9%-სა და 23,8%-ს, შესაბამისად, მოიცავს ფოტოსფეროში.  ამათზე მძიმე ყველა ელემენტი, რომელთაც ასტრონომიაში მეტალები ეწოდება, მასის 2%-ზე ნაკლებს მოიცავს. ყველაზე უხვი მეტალებია: ჟანგბადი (მზის მასის დაახლოებით 1%), ნახშირბადი (0,3%), ნეონი (0,2%) და რკინა (0,2%).

შენ — მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავი ხარ. ხარ თითქმის იდეალურად სფერული და შედგები ცხელი პლაზმისგან, რომელშიც ჩაქსოვილია მაგნიტური ველები.  შენი  დიამეტრი დაახლოებით 1 392 684 კილომეტრია — დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ დიდი. შენი მასა (1.989×1030 კილოგრამი; დედამიწის მასას დაახლოებით 330 000-ჯერ აღემატება) მზის სისტემის მთლიანი მასის 99,86%-ს მოიცავს.  ქიმიურად, შენი  მასის 3/4-ს წყალბადი შეადგენს, ხოლო დანარჩენი უმეტესად ჰელიუმია. დარჩენილი 1,69% (რომელიც დედამიწის მასას 5600-ჯერ აღემატება) მოიცავს მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადი, ნახშირბადი, ნეონი, რკინა და სხვა.

მზეო შენ  4,568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდი  დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონის გრავიტაციული კოლაფსით. მატერიის უმეტესობა ცენტრში მოგროვდა, ხოლო დანარჩენი გაბრტყელდა მბრუნავ დისკოდ, რომელიც შემდგომში მზის სისტემა გახდა. ცენტრალური მასა უფრო და უფრო ცხელი და მკვრივი გახდა, საბოლოოდ კი დაიწყო თერმობირთვული სინთეზი მის ბირთვში. მიჩნეულია, რომ თითქმის ყველა ვარსკვლავი ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნა. მზე სპექტრული კლასით არის G ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი (G2V) და მას არაფორმალურად ყვითელ ჯუჯად მოიხსენიებენ, რადგან მისი ხილული გამოსხივება სპექტრის ყვითელ-მწვანე ნაწილშია ყველაზე ინტენსიური. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში იგი თეთრი ფერისაა, დედამიწის ზედაპირიდან ყვითელი ჩანს ატმოსფეროს მიერ ლურჯი სინათლის გაფანტვის გამო.  სპექტრული კლასის მიხედვით, G2 მიუთითებს ზედაპირის ტემპერატურას (დაახ. 5505°C) და V მიუთითებს, რომ მზე, სხვა ვარსკვლავების მსგავსად, მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია და, აქედან გამომდინარე, ენერგიას წარმოქმნის წყალბადის ჰელიუმად სინთეზით. მზე თავის ბირთვში 620 მილიონი ტონა წყალბადის სინთეზს ახდენს წამში.

ერთ დროს ასტრონომები მზეს პატარა და შედარებით შეუმჩნეველ ვარსკვლავად აღიქვამდნენ, მაგრამ ახლა მიჩნეულია, რომ იგი ირმის ნახტომში არსებული ვარსკვლავების 85%-ზე კაშკაშაა, რომელთა უმეტესობა წითელი ჯუჯებია.  მზის აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე +4,83-ია. თუმცა, რადგანაც მზე დედამიწასთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავია, ის ნებისმიერ ობიექტზე კაშკაშაა ცაზე, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -26,74-ია.  ეს არის დაახლოებით 13 მილიარდჯერ კაშკაშა, ვიდრე მეორე უფრო კაშაკშა ობიექტი სირიუსი, რომლის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -1,46-ია. მზის გავარვარებული გვირგვინი უწყვეტად ფართოვდება და ქმნის მზიურ ქარს — დამუხტული ნაწილაკების ნაკადი, რომელიც ფართოვდება ჰელიოპაუზამდე, 100 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. ჰელიოსფერო (ბურთულის მსგავსი სტრუქტურა), რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში მზიურმა ქარმა წარმოქმნა, არის უდიდესი უწყვეტი სტრუქტურა მზის სისტემაში.

ამჟამად მზე ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლით (G-ღრუბელთან ახლოს) ადგილობრივი ბურთულის ზონაში მოძრაობს — ირმის ნახტომის ორიონის მკლავის შიდა რგოლში. 17 სინათლის წლის რადიუსით (დედამიწიდან) უახლოესი 50 ვარსკვლავური სისტემიდან (უახლოესი არის პროქსიმა კენტავრი, რომელიც 4,2 სინათლის წლითაა დაშორებული დედამიწიდან) მზე მეოთხეა მასით.  მზე გალაქტიკის ცენტრიდან 24 000-26 000 სინათლის წლის მოშორებით ბრუნავს. ერთ სრულ საათის ისრის მიმართულების ორბიტას (თუ გალაქტიკის ჩრდილოეთ პოლუსიდან დავაკვირდებით) 225-250 მილიონ წელიწადში ასრულებს. რადგანაც მზე კოსმოსური მიკროტალღური ფონის (კმფ) შესაბამისად ჰიდრის თანავარსკვლავედის მიმართულებით 550 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს, მზის ტოლქმედი სიჩქარე კმფ-ს მიმართ არის დაახლოებით 370 კმ/წმ ფიალის ან ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 1 ასტრონომიული ერთეულია (150 000 000 კილომეტრი), თუმცა დისტანცია იცვლება, როცა დედამიწა გადაინაცვლებს პერიჰელიუმიდან (იანვარში) აფელიუმში (ივლისში). ამ საშუალო მანძილზე სინათლეს მზიდან დედამიწამდე მისაღწევად დაახლოებით 8 წუთი და 19 წამი სჭირდება (იხ. სინათლის სიჩქარე). მზის სინათლის ენერგია დედამიწაზე არსებულ სიცოცხლის თითქმის  ყველა ფორმას არჩენს ფოტოსინთეზით  და დედამიწის კლიმატსა და ამინდზეა პასუხისმგებელი. დედამიწაზე მზის უზარმაზარი ეფექტი ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანებში შეინიშნებოდა და მას მრავალი კულტურა ღვთაებად აღიქვამდა. მზის ზუსტი მეცნიერული გაგება ნელა განვითარდა და ბოლო ხანების (მე-19 საუკუნის) გამოჩენილ მეცნიერებს მზის ფიზიკურ შედგენილობასა და ენერგიის წყაროზე ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდათ. ეს გაგება ჯერ კიდევ ვითარდება: ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რაოდენობის ანომალია მზის ქცევაში, რომლებიც აუხსნელია.

დღესდღეობით მზემ თავისი სიცოცხლის სტაბილური ნაწილის თითქმის ნახევარი უკვე განვლო. ის საგრძნობლად არ შეცვლილა უკვე 4 მილიარდი წელიწადია და კიდევ 4 მილიარდი წელიწადი სტაბილური დარჩება. თუმცა, როდესაც მის ბირთვში წყალბადის სინთეზი შეწყდება, მზე მკაცრ ცვლილებებს განიცდის — გარეგნულადაც და შინაგანადაც.

ხილული მზის ლაქების რიცხვი მზეზე მუდმივი არ არის, არამედ იცვლება 11 წლიანი ციკლის მანძილზე, რომელსაც მზიური ციკლი ეწოდება. ტიპურ მზიურ მინიმუმში მცირე რაოდენობის მზის ლაქაა ხილული და დროგამოშვებით არც ერთი არ ჩანს. ისინი, რომლებიც ჩანს, მაღალ მზიურ განედებზე მდებარეობს. როდესაც მზის ლაქების ციკლი იზრდება, მათი რაოდენობაც იზრდება და ისინი მზის ეკვატორთან ახლოს გადაინაცვლებენ. ამ ფენომენს კი სპიორერის კანონი აღწერს. ჩვეულებრივ, მზის ლაქები წყვილებად, საპირისპირო მაგნიტური პოლარულობით არსებობს. მთავარი მზის ლაქის მაგნიტური პოლარულობა იცვლება ყოველ მზიურ ციკლზე, ამიტომ ის ერთ მზიურ ციკლზე ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი იქნება, ხოლო შემდეგზე - სამხრეთ მაგნიტური პოლუსი.

მზიურ ციკლს უდიდესი გავლენა აქვს კოსმოსურ ამინდსა და დედამიწის კლიმატზე, რადგან მზის სიკაშკაშე პირდაპირ კავშირშია ჩვენი პლანეტის მაგნიტურ აქტივობებთან.  მზის აქტიურობის მინიმუმი მიისწრაფის დაბალი ტემპერატურებისაკენ, ხოლო საშუალო მზიურ ციკლზე გრძელი ციკლები კი — ცხელი ტემპერატურებისკენ. XVII საუკუნეში აღმოჩნდა, რომ მზიური ციკლი მთლიანად შეჩერებული იყო რამდენიმე ათწლეული: ამ პერიოდში ძალიან მცირე რაოდენობის მზის ლაქა იქნა დაფიქსირებული. ამ პერიოდში, რომელსაც მაუნდერის მინიმუმი ან მცირე დიდი გამყინვარება ეწოდება, ევროპაში უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები იყო.

ბოლო დროს შემუშავებული თეორიის მიხედვით, მზის ბირთვში არსებობს მაგნიტური არასტაბილურობები, რომლებიც იწვევს ფლუქტუაციებს 41 000 ან 100 000 წლიანი პერიოდებით. ამან შესაძლოა დიდი გამყინვარებების უკეთესი ახსნა მოგვცეს, ვიდრე მილანკოვიჩის ციკლებმა.

დღესდღეობით მზემ თავისი სიცოცხლის სტაბილური ნაწილის თითქმის ნახევარი უკვე განვლო. ის საგრძნობლად არ შეცვლილა უკვე 4 მილიარდი წელიწადია და კიდევ 4 მილიარდი წელიწადი სტაბილური დარჩება. თუმცა, როდესაც მის ბირთვში წყალბადის სინთეზი შეწყდება, მზე მკაცრ ცვლილებებს განიცდის — გარეგნულადაც და შინაგანადაც.

მზე 4,57 მილიარდი წლის წინ გიგანტური მოლეკულური ღრუბლის ნაწილის გრავიტაციული კოლაფსის შედეგად წარმოიქმნა, რომელიც უმეტესად წყალბადითა და ჰელიუმით იყო გაჯერებული და რომელმაც სხვა მრავალი ვარსკვლავიც დაბადა.  ეს ასაკი გამოთვლილია ვარსკვლავური ევოლუციის კომპიუტერული მოდელებითა და ნუკლეოკოსმოქრონოლოგიით.  შედეგი შეთავსებულია მზის სისტემის უძველესი მატერიის რადიომეტრულ დათარიღებასთან, რომელიც 4,567 მილიარდი წლისაა.  უძველესი მეტეორიტების კვლევამ გამოავლინა მცირე სიცოცხლიანი იზოტოპების სტაბილური ბირთვები, როგორიცაა რკინა-60, რომელიც მხოლოდ აფეთქებადი, მოკლე ხნიანი სიცოცხლის ვარსკვლავებში წარმოიქმნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთი ან მეტი ზეახალი უნდა მომხდარიყო მზის წარმოქმნის ადგილის მახლობლად. ახლო ზეახლიდან წამოსულმა დარტყმითმა ტალღამ დაიწყო მზის ფორმირების პროცესი მოლეკულურ ღრუბელში გაზების შეკუმშვით და გარკვეული რეგიონების გრავიტაციული კოლაფსი გამოიწვია.  როცა ღრუბლის ერთმა ნაწილმა დაიწყო კოლაფსი, მან ბრუნვაც დაიწყო კუთხური მომენტის კონსერვაციის გამო და გაცხელდა ზრდადი წნევით. მასის უმეტესობა ცენტრში კონცენტრირდა, ხოლო დანარჩენი დისკოს ფორმით გარს შემოეხვია, რომლისგანაც წარმოიქმნა პლანეტები და მზის სისტემის სხვა სხეულები. ღრუბლის ბირთვში გრავიტაციამ და წნევამ წარმოქმნა უზარმაზარი სითბო, როდესაც ის უფრო და უფრო მეტ გაზს მიიზიდავდა გარშემორტმული დისკოდან. საბოლოოდ კი დაიწყო თერმობირთვული სინთეზი. ასე რომ, მზე დაიბადა.

მზემ მთავარი მიმდევრობის ფაზის დაახლოებით ნახევარი გაიარა, რომლის დროსაც თერმობირთვული სინთეზი მის ბირთვში წყალბადს ჰელიუმად გარდაქმნის. ყოველ წამში მზის ბირთვში 4 მილიონ ტონაზე მეტი მატერია გარდაიქმნება ენერგიად და შედეგად ნეიტრინოები და მზიური რადიაცია წარმოიქმნება. ამ ტემპით, მზემ უკვე 100 დედამიწის მასის მატერია გარდაქმნა ენერგიად. მზე დაახლოებით 10 მილიარდი წელი იქნება მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი.

ბირთვში არსებული წყალბადის გამოლევის შემდეგ

ამჟამინდელი მზის (მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი) ზომის შედარება მის ზომასთან, როდესაც ის წითელ გიგანტად გადაიქცევა მომავალში.
მზეს საკმარისი მასა არ აქვს, რომ ზეახლად გადაიქცეს. ამის ნაცვლად ის დატოვებს მთავარ მიმდევრობას დაახლოებით 5,4 მილიარდ წელიწადში და დაიწყებს წითელ გიგანტად გადაქცევას. გამოთვლების თანახმად, მზე იმ ზომამდე გაიზრდება, რომ ის შთანთქავს მზის სისტემის შიდა პლანეტების, დედამიწის ჩათვლით, ორბიტებს.

სანამ მზე წითელი გიგანტი გახდება, მისი სიკაშკაშე თითქმის ორმაგი იქნება, ხოლო დედამიწა ახლანდელ ვენერაზე ცხელი იქნება. როგორც კი ბირთვში არსებული წყალბადი გამოილევა 5,4 მილიარდ წელიწადში, მზე სუბგიგანტურ ფაზაში გაფართოვდება და ნელ-ნელა გაიორმაგებს ზომას ნახევარ მილიარდ წელიწადში. ის შემდეგ ნახევარ მილიარდ წელიწადში უფრო სწრაფად გაფართოვდება იმ ზომამდე, სანამ არ გახდება ამჟამინდელზე 200-ჯერ დიდი და რამდენიმე ათასჯერ კაშკაშა. შემდეგ აქედან იწყება წითელი გიგანტის განშტოების (წგგ) ფაზა, სადაც მზე ნახევარი მილიარდი წელი დაჰყოფს და მისი მასის მესამედს დაკარგავს.

მზის მსგავსი ვარსკვლავის ევოლუცია. ერთი მზის მასის ვარსკვლავი კვალი ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე ნაჩვენებია მთავარი მიმდევრობიდან აგგ-ს შემდგომ ფაზამდე.
წგგ-ს შემდეგ მზეს დაახლოებით 120 მილიონი წლის აქტიური სიცოცხლე აქვს დარჩენილი, მაგრამ მოვლენებით სავსე. უპირველეს ყოვლისა, ბირთვი მძლავრად აინთება ჰელიუმის ნათებით და მზე შეიკუმშება ამჟამინდელზე 10-ჯერ მეტად და 50-ჯერ კაშკაშა გახდება, ხოლო ტემპერატურა დღევანდელზე ოდნავ დაბალი ექნება. მას ახლა მიღწეული აქვს ჰორიზონტალურ განშტოებას (ჰგ), მაგრამ მზის მასის ვარსკვლავი არ ევოლუციონირებს სპექტრის ლურჯი დასასრულისკენ ჰგ-ზე. ამის ნაცვლად ის ხდება ოდნავ დიდი და კაშკაშა დაახლოებით 100 მილიონი წელი, როცა ის აგრძელებს ჰელიუმის წვას ბირთვში.

როდესაც ჰელიუმი გამოილევა, მზე გაიმეორებს იმ გაფართოებას, რომელიც წყალბადის ბირთვის გამოლევისას მოხდა, ოღონდ ახლა ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება და მზე უფრო და უფრო კაშკაშა და დიდი ზომისა ხდება. ეს არის ასიმპტოპური გიგანტური განშტოების (აგგ) ფაზა. ამ დროს მზე მონაცვლეობით წვავს წყალბადს გარსში ან ჰელიუმს უფრო ღრმა გარსში. ადრეულ აგგ-ზე ყოფნის დაახლოებით 20 მილიონი წლის შემდეგ მზე ძალიან არასტაბილური ხდება, სწრაფად კარგავს მასას და აქვს თერმული პულსები, რომლებიც ზრდის ზომას და სიკაშკაშეს. თერმული პულსები ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდი ხდება — გვიანდელი პულსები სიკაშკაშეს ამჟამინდელზე 5000-ჯერ მეტად ზრდის, ხოლო რადიუსს 1 ასტრონომიულ ერთეულამდე ადიდებს.  მოდელები იცვლება მასის დაკარგვის ტემპისა და დროის მიხედვით. იმ მოდელების მიხედვით, რომელთაც მასის დიდი დანაკარგი აქვს წგგ-ზე, წარმოიქმნება პატარა, ნაკლებად კაშკაშა ვარსკვლავები აგგ-ს წვერზე, დაახლოებით 2000-ჯერ კაშკაშა და 200-ჯერ დიდი რადიუსით. მზისთვის 4 თერმული პულსია ნაწინასწარმეტყველევი, სანამ ის მთლიანად დაკარგავს გარე შრეს და დაიწყებს პლანეტური ნისლეულის წარმოქმნას. ამ ფაზის დასრულებისას, რომელიც 500 000 წელიწადი გრძელდება, მზეს ამჟამინდელი მასის მხოლოდ ნახევარი ექნება.

აგგ-ს შემდგომი ევოლუცია უფრო სწრაფია. სიკაშკაშე მუდმივი რჩება, ხოლო ტემპერატურა იზრდება. გამოტყორცნილი მზის მასის ნახევარი პლანეტურ ნისლეულში იონიზირებული ხდება, როცა მიტოვებული ბირთვის ტემპერატურა 30 000 კელვინს აღწევს. საბოლოოდ მიტოვებული ბირთვის ტემპერატურა 100 000K იქნება, რის შემდეგაც ნარჩენი გაგრილდება და დარჩება თეთრი ჯუჯა. პლანეტური ნისლეული დაახლოებით 10 000 წელიწადში დაიშლება, მაგრამ თეთრი ჯუჯა ტრილიონობით წელიწადი იცოცხლებს, სანამ არ გახდება შავი.

რა ელის დედამიწას შენ მზეო როცა წითელ გიგანტად გადაიქცევი ეს მაწუხებს  შენთან ერთად, რადგამ მიწიერი არსება ვარ და არც შეიძლება რომ არ მაწუხებდეს ის, რაც მოგელით შენ და დედამიწას, ნეტავ შემეძლოს რაიმე მეცნიერული აღმოჩენა ამ ძლიერ პროცესებს რომ შევუშალო ხელი, შევაჩერო ისინი და დაგტოვოთ ისე მუდმივად როგორც ახლა ხართ ამ  მდგომარეობაში, მაგრამ არ ვიცი რა მართავს ამ პროცესებს თქვენ რომ  მოსპობას გიპირებთ.

და აი ასეთი  იქნება დედამიწის ბედიც:

მზის წითელ გიგანტად გადაქცევის შემდეგ მდგომარეობა დედამიწაზე. ამ ფაზაში სიცოცხლის ყველა ფორმა გადაშენებულია.
დიდი ხნის შემდეგ დედამიწაზე არსებული წყალი და მისი ატმოსფეროს უმეტესობა საბოლოოდ კოსმოსში გაიფანტება. მზის მთავარ მიმდევრობაში სიცოცხლისას ის ბევრად კაშკაშა ხდება (10%-ით ყოველ 1 მილიარდ წელიწადში). მზის ზედაპირის ტემპერატურა თითქმის ყოველთვის მუდმივია. სიკაშკაშის ზრდა ძირითადად გამოწვეულია რადიუსის ნელი ზრდით. მზის სიკაშკაშის ზრდა ისეთია, რომ მომავალ დაახლოებით 1 მილიარდ წელიწადში დედამიწის წყალი აორთქლდება და კოსმოსში გაიფანტება, შედეგად კი დარჩება პლანეტა, რომელიც ყველანაირი (ჩვენთვის ცნობილი) სიცოცხლისთვის არახელსაყრელი იქნება.  მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დედამიწა მზის წითელ გიგანტად გადაქცევას ვერ გადაიტანს. როცა მზე ყველაზე დიდი იქნება, მისი რადიუსი დედამიწის ამჟამინდელი ორბიტის გაღმა იქნება, ანუ 1 ასტრონომიული ერთეული (1,5x1011 მ.) — ამჟამინდელზე 250-ჯერ დიდი.  იმ დროისათვის, როდესაც მზე ასიმტოტურ გიგანტურ განშტოებას მიაღწევს, პლანეტების ორბიტები წინ წაინაცვლებს მზის ამჟამინდელი მასის 30%-ის დაკარგვის გამო. ამ მასის უმეტესობა მზიური ქარის ინტენსივობის ზრდის გამო დაიკარგება. აგრეთვე მიქცევა-მოქცევის აჩქარება დედამიწას უფღო მაღალი ორბიტისკენ უბიძგებს (იგივე, რასაც დედამიწა უკეთებს მთვარეს). მხოლოდ ეს რომ იყოს, სავარაუდოდ დედამიწა მზისგან იზოლირებული დარჩებოდა. თუმცა ამჟამინდელი კვლევები იმაზე მეტყველებს, რომ მზის წითელ გიგანტად გადაქცევის შემდეგ დედამიწა შთაინთქმება გრავიტაციული შენელების გამო.

1. მზე ერთადერთია იმ 6000 ვარსკვლავიდან რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დანახვა.


2. მზის ენერგია არის 386 მილიარდი მეგავატი.


3. დედამიწა მზისგან ღებულობს 94 მილიარდ მეგავატ ენერგიას


4. ტემპერატურა მზის შუაგულში, ბირთვში 14 მილიონი კელვინია


5. მზის მოცულობა 1.3 მილიონჯერ მეტია დედამიწის მოცულობაზე.


6. მზე რომ ფეხბურთის ბურთის ტოლი იყოს, ყველაზე დიდი პლანეტა “იუპიტერი“ იქნებოდა გოლფის ბურთის ტოლი.


7. ადამიანი რომელიც იწონის დედამიწაზე 60 კილოგრამს, მზეზე აიწონიდა 1680 კილოგრამს.


8. დედამიწისგან განსხვავებით მზე აბსოლუტურად აირისებადია და არანაირი პატარა მყარი ზედაპირიც კი არ არის.


9. მზე შედგება: 73% წყალბადი, 25% ჰელიუმი, 1.5% ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი და სხვა დანარჩენი ელემენტები 0.5%


10. მზე დედამიწიდან 149.60 მილიონი კილომეტრის დაშორებით არის.


11. მზის სინათლე დედამიწაზე 8.3 წუთში აღწევს.


12. მზის გრავიტაცია ისეთი ძლიერია, რომ პლანეტა პლუტონიც კი რომელიც 5.9 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული მზისგან ისიც კი მზის ორბიტაზეა. პლუტონზე მზის სხივი 5.5 საათში აღწევს.


13. მზე გამოყოფს პროტონებს და ელექტრონებს, ცნობილი როგორც მზის ქარი, მისი სიჩქარე 450 კილომეტრია წამში??!!


14. მზის სიკაშკაშე ექვივალენტურია 4 ტრილიონი 100 ვატიანი ნათურის.


15. მთლიანი მზის დაბნელება მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს 7 წუთი და 40 წამი.


16. წელიწადში შეიძლება მაქსიმუმ 5 მზის დაბნელება მოხდეს.


17. მზის ასაკი არის 4.57 მილიარდი წელიწადი.


18. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ მზე კიდევ 5 მილიარდი წელიწადი იარსებებს.


19. 1.1 მილიარდი წლის შემდეგ მზე 10% უფრო კაშკაშა იქნება ვიდრე დღეს, დედამიწის ატმოსფერო მთლიანად გამოშრება და გადაიქცევა წლის ორთქლად.


20. ხოლო 3.5 მილიარდი წლის შემდეგ მზე 40%-ით უფრო კაშკაშა იქნება ვოდრე დღეს, ატმოსფერო გაქრება.


21. 5.4 მილიარდი წლის შემდეგ მზე ამოიწურება წყალბადით.


22. 7.7 მილიარდი წლის შემდეგ მზე გახდება წითელი გიგანტი 200-ჯერ უფრო გაფართოებული.


23. 7.9 მილიარდი წლის შემდეგ კი მზე გახდება თეთრი პატარა ჯუჯა:)))
მერე კი გაშავვდება, შთაინთქმება აორთქლდება ყველაფერი და ეს იქნება....

სამყარო, მასში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს. ვთქვი და ჩემმა ნათქვამმა შემაცბუნა. გიგანტი პლანეტები, მერედა ჩვენ? ჩვენ რას წარმოვადგენთ ამ პლანეტაზე  ან პლანეტათშორის სივრცეში, ასე პატარა არსებები, ღმერთო ჩემო რა საოცარი და საინტერესოა ყველა სფერო, კვლევები, მეცნიერული მიღწევები და ის კიდევ უფრო მეტად რაც ამოუცნობი, შეუსწავლელი და უცნობია ადამიანთა ჩვენი თაობის პროგრესირებადი ტვინისათვის.

თავზე ხელი გადავისვი, შუბლზე ცივი ოფლი ვიგრძენი.
არა, არა ასე არ შეიძლება, არა ჩემი საქმეც ხომ მაქვს, განა ცოტა ფიქრი და ზრუნვა სჭირდება მას, ანდა ელი რომელიც სულ ახლახანს ჩამწვდა სულში ხილვასავით და ჯერ არაფერი ვიცი მისი დანისლული თვალების მიღმა, თბილ გულსა და საღ გონებაში რა მოურჩენელი ტკივილია ჩაბუდებული, ან რა ხდება.
უცებ გამოვფხიზლდი. მივიხედმოვიხედე, სულ მარტო ვიდექი გაჩერებასთან მოკლე მანძილში და შენობიდან კიდევ უფრო გაჩერებამდელზე ნაკლებ მანძილზე. მაშინვე იქით მივაპყარ მზერა, შესვლისას ელი რომ დავტოვე, მინდოდა იქვე დამხვედროდა...

                                                                                              გაგრძელება იქნება



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები