ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
27 ივნისი, 2018


დაბადების დღე

                                    ნაწილი მე 17
    ის წითურია დედას გავს, მაგრამ უცხოა მისი ხასიათი, არც ჩემსას გავს. პირველად როცა ელენემ, ევას ნახატი ნახა ჩათვალა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. სერიოზულად არასოდეს აღიქვა, რომ მე მომავალი დავხატე. დავხატე ისეთი ევა, რომელიც ოდესღაც ვიცოდი აუცილებლად დაიბადებოდა. ის არავის გავს, მხოლოდ საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, რომ ყავდა ოჯახი, რომელიც მასზე სამუდამოდ იზრუნებდა. საზეიმო ამბები მეგობრემა ძალიან საზეიმოდ მითხრეს. სიტყვებითაც ვერ ავღწერ, რა ვიგრძენი იმ წუთებში, როცა გავიგე რომ ქალიშვილის მამა გავხდებოდი, ცოტაც შემეშინდა ეგრევე უამრავი ფიქრი დამაწყდა თავს. „ ნეტა როგორ შევძლებ მის აღზრდას, შევძლებ თუ არა, რომ მისთვის ვიყო სამაგალითო მამა?“ შევკრთდი უცებ გამახსენდა, რომ ის გაიზრდებოდა, და ოდესრაც ჩემგანას წავიდოდა, შემიპყრო დაკარგვის შიშმაც. „ რო გათხოვდეს! “ ხმამაღლა წარმოვთქვი ეს სიტყვები. მეგობრები გაყუჩდნენ, ცოტახანს ეგრე იდგნენ, შემდეგ კი, მესმის სიცილი. ვატომ მითხრა; მაგაზე ფიქრი ადრეაო, დატკბი ახლანდელობით. ელენე დღითდღე უფრო ლამაზდებოდა, მისი ლოყები ოდნავ შევარდრისბრებული, ხან სულ კარგავდა ფერს. ხასიათი უფრო აემღვრა, აღაც ლაქს ისმევდა ვარდისფერს, არც ტურცსარცხს ხმარობდა. ეშინოდა მომატების და ამის გამო, უფრო უფუწდებოდა განწყობა, ეშინოდა  რო მოვიდა დრო და მე ის აღარ მომეწონებოდა, მაგრამ რა იცოდა, რომ მე ესეთი უფრო მომწონდა. პირველად, როცა ექიმმა მისი გულის ცემა მოგვასმენინა, ფეხემბა კანკალი დამიწყო. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნუთუ ის არის? ის  წითური გოგო, რომელსაც მე ამდენ ხანს ვესაუბრებოდი. ის დღე, სახლში ელენე ისე მოვიყვანე ხმა არც ამომიღია, მხოლოდ გონებაში ვსვადი შეკითხვებს და ისევ მეთვითონვე ვპასუხობდი. ესეთი დაბნეული არასოდეს არ ვყოფივარ, ეხლა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. სამსახურშიც ყველას უყვებოდი ევაზე, უყვებოდი რომ ევას გული უკვე ფეთქავდა. აღტაცებული ვლაპარაკობდი, პირველ ექოსკოპიაზე, როცა ექიმმა პირველად ჩართო ხმა, ის ევა იყო ყველაზე ძლიერი და მამაცი გოგო...
- საყვარელო შეგიძლია იოგურტი მომაწოდო?
- ელე ეს უკვე მეათეა.
- სანდრო შენ რა მითვლი?
- არა ძვირფასო, უბრალო მეშინია ცუდად არ გახდე.
- ჩემი ბრალია არაა, ეს ამას უთხარი.
- მაგას ევა ქვია?
- რა?
- ჰო ევა ქვია, ევას დავარქმევთ.
- სანდრო ჯერ, ადრე არ არის მაგაზე ფიქრი?
- არ არის...
- სანდრო!
- რა გაყვირებს, ცუდად ხარ? სავადმყოფოში წავიდეთ?
- არა მოიცადე, დამარტყა აი აქ, მარჯვნივ.
- მართლა?
- რას გაშტერდი, მოდი აქ დაადე ხელი.
- მეშინია...
- მომეცი ხელი, აი ეგრე კარგია
- ეხლა ეგ იყო, ელე ეხლა მან დაგარტყა?
- კი ძვირფასო.
  უკვე 18 კვირის ორსულია, ექიმთანაც ძალიან დიდი აქტიურობით დავდივართ, ელნემ ვარჯიშებიც დაიწყო, კითხულობს ორსულებისთვის საინტერესო წიგნებს და სტატიებს, ემზადება ფსიქოლოგიურად. ძალიან აქტიური ორსულობა, დღითიდღე უფრო სანტერესო ხდებოდა.
- ღმერთო ლიზა რა საყვარელია.
- კარგი ელენე საკმარისია, მომიყვანე ისედაც მძიმეა.
- ანკა შეგიძლია, ღვეზელები გამომიცხო?
- გაგიჯდი?! მე და ღვეზელები, გამორიცხულია დედაშენს უთხარი.
- შენთვის რო გინდოდა, ჰო აცხობდი?
- კარგი რა, მერე არ გახსოვს, როგორ დავწვი?
- არ მახსოვ, მაგრამ რო დაწვადი ვიცი.
- მეც მოვედი! ელე როგორ ხარ?
- კარგად ლუკა, გამაგებინე ბავშვს რას უშვრებით? ლოყები სულ წითელი რატო აქვს?
- ლიზა ანკას ხელში, კიდე კარგად არის.
- აი ეკაც მოვიდა! ეკა ელენეს ღვეზელები და ბლიები უნდა.
- დედა ბლინები ანკამ დაამატა.
- ბავშვბო ცოტახანს, ამომასუნთქეთ და ყველას მოგხედავთ სათითაოდ.
- აუ დეე, შენი საფირმო კერძიც რაა...
- გამატარე ლიზა ვნახო, ეს რადღეშია ბავშვი.
- აუ დეე მშია...
- კარგი წავედი თორე, მალე მე შემჭამთ.
  ოჯახი კიდევ უფრო ლამაზდებოდა, სახში ყოველთვის იყო ხალისი, როცა უკვე თითქმის ყველა, მოიყრიდა თავს სუფრასთან, შეუძლებელი იყო ლიზას დაძინება. ლიზა ყველაზე პატარა იყო და ყველაზე მატად მას ვანებივრებდით. ლიზა ძალიან გავდა ანკას, თუმცა ხასითებით ლუკას. ეკა დეიდა ამბობდა, რომ ლუკაც ესეთი იყო აფერისტი. ლიზას შეეძლო, საეთობით ეტირა სანამ ვინმე არ მიაქცევდა ყურადღებას, შემდეგ კი საწოლთან მისულს დაგვსცინოდა. ლიზაც უკვე კბილები ამოსდის და გამწარებით ღეწს, რაც კი რამ მოხვდება პირში. ძალიან დიდი თვალები აქვს და ლუკა სულ ამბობდა კარგი მკითხველი გაიზრდებაო.
- თინა როგორ ხარ? გაიარა ყველაფერმა?
- კი ეხლა კარგად ვარ.
- შენი გადაწყვტილება, საბოოლოოა?
- ელენე მე, ილიას მეორე შანსი მივეცი, მან კი რა გააკეთა?
- იქნებ დრო ჭირდება, ამ ყველაფერს.
- ელენე არანაირი დრო აღარ არსებობს, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა.
- იცი რისთვის დაგირეკეთ?
- არა და ძალიან მაინტერესებს.
- ევას ნათლია შენ უნდა იყო.
- სერიუზულად მეუბნები?
- კი კი სერიუზულად ვამბობ, კარგი საკმარისია დამშვიდდი, რა გაყვირებს?
- მიხარია, გამიხარდა გესმის?
    აი მხოლოდ რამოდენიმე დღე დარჩა ევას დაბადებამდე. ელენს უკვე რამოდენიმეჯერ ასტკივდა მუცელი, თუმცა მხოლოდ ცრუ განგაში იყო. ელენე კი ამბობდა, რომ უბრალოდ წინა სამშობიარო ტკივილები იყო და ჯერ ადრე იყო, მაგრამ მე არ უჯერდებდი და ეგრევე საავადმყოფოში მიმყავდა. დღითიდღე უფრო მიპყრობდა შიში, შიში როგორ ჩაივლიდა მშობიარობა და რა იქნებოდა მის შემდეგ, ვიქნებოდი თუ არა კარგი მამა. 17 სექტემბერს ძლიერი ქარბუქი იყო, ელენე უფრო სუსტდებოდა და ამავდროულად, ძალიან ძლიერი ქალი ხდებოდა. იმ ღამეს, ძალიან ბევრმა ემორციამ დამიარა ტანში, ერთდროულად ვიგრძენი სიცივე და უდიდესი ბედნიერება. ვგრძობდი, რომ ევა მოდიოდა, ევა რომელსაც ამდენ ხანს ველოდეით ის იყო ნაყოფი, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი. ვგრძნობდი პეპლებს თვალები უფრო და უფრო მებინდდებოდა ზოგჯერ კონტროსსაც კი ვკარგავდი. ელენე იყო, რომელიც სწორედ ამ წუთებში მამშვიდებდა და მაძლევდი იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და ევა დაიბადებოდა. არადა ეს პირიქით უნდა ყოფილიყო.  03:35  დრო, როცა ელენემ დაიყვირა, „მშობიარობა მეწყება!“ ამ სიტყვების გაგების შემდეგ კალამი დამივარდა, კარგახანს ეგრე ვიდექი, გავჩერდი, ხმას ვერ ვიღებდი, როცა უკვე ელენემ ატეხა პანიკა მივხვდი, რომ ეს უკვე სიზმარი აღარ იყო. ეს იყო რეალობა, ევას დაბადება.
- აქ იყავი, ხელი არ გამიშვა...
- აქ ვარ ძვირფასო.
- სანდრო არ დამტოვო.
- ელენე მე, არასდროს დაგტოვებ.
- სანდრო მტკივა....
- მეც მტკივა...
- გოგო 2 და 300 სანდრო  ექიმო, გილოცავთ ჯამთელი გოგონაა.
    წამები რომელმაც, უბრალოდ დრო გააჩერა, მაშინ პირველად ვიგრძენი, შვება და ამოსვლა იმ დიდი უბსკრულიდან, რაც ამდენი ხანს გავდიოდი, ეხლა უკვე ყველაფერი დამრთავლა. ელენეც კარგადაა, ევა მას გულზე უწევს და ცდლილობს, ფთხილად მოეფოროს. დერეფანში ევას, ძალიან ბევრი ელოდა სულმოუთმენლად. დიახ ევა დაიბადა, ძალიან ლამაზი. როცა ექიმმა პირველად მკითხა, შევძლებდი თუ არა, ბავშვის აყვანას. შემეშინდა გავჩუმდი და ვერაფერი ვთქვი. მედდა კი მამშვიდებდა, მეუბნებოდა რომ საშიში არაფერი იყო, რომ ის ჩემი შვილია და მას მამასთან უნდოდა. როცა ევა პირველად ავიყვანე, ყველანაირი შიში, ჩემში გაქრა. უკვე აღარ ვფიქრობდი, რომ ის გაიზრდებოდა და ჩემგან წავიდოდა. ძალიან პატარა, უსუსური, ვფთხილობდი და მეშინოდა, მისთვის რამე არ დამეშავებინა. თვალებს ძლივ ახელდა და გამუდმებით ტიროდა. შეგიძლიათ ბავშვი დედას მიუყვანოთ. მე თითქოს არ ვთმობდი, არ მინდოდა მისი გაშვება, არ მინდოდა მისი დატოვება.
- საყვარელო შეგიძლია, სახლიდან ნივთები მომიტანო?
- მე წაავალ, თუ გინდა?
- ლუკა იყოს, მე წავალ.
- სანდრო! მალე დაბრუნდები?
- ელენე რა გწირს? სახლი 15 წუთით სავალზეა, ავიღებ ჩანთას და დავბრუნდები.
- სანდრო!
- გისმენ კიდე რამე გაგახსენდა?
- მოდი უნდა გაკოცო.
- ელე სირცხვილია.
- რა არის სირცხვილი, დედა სანდრო მიყვარს.
- ვიცი შვილო, ვიცი.
    სანრდო იმ წამების მერე, აღარავს უნახავს, ის ძალიან აღრფთოვანებული იყო ევას დაბადებით. სანდრომ მოახერხა, ამ პერიოდის განმავლობაში, დაწერა და შექმნა ალბომი ევასთვის, დახატა  ძალიან ბევრი, როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა ევა, როდის აიდგა პირველად ფეხი, როდის ამოეჭრა ღრძილი და როდის ამოუვიდა პირველი კბილი. მისი ნათლობაც დახატა, ყველა ნახატი კი, მის გარეშე იყო. სანდრო ევას დაბადების დღეზე, სახლისკენ მიმავალი, საშინელი ავტოკატასტრეფით დაიღუპა. ევა მამის გარეშე, არასდროს გაზრდილა, სანდრო ყოველთვის იყო მის გვერდით. ევას ყოველთვის უჭირავს ალბომი და ესაუბრება მამას, როგორც ამას სანდრო აკეთებდა, წლების წინ სანამ ევა დაიბადებოდა. დღეს 18 სექტემბერია, ევა უკვე 17 წლის გახდა, სკოლას ამთავრებს და მომავალში უნდა, რომ მწერალი გამოვიდეს.
- ევა მოდი აქ!
- დაბადების დღეს გილოცავ!
- მადლობა ნათლია!


დასასრული!




„ პიესა არ არის, რეალურ ამბებზე დაფუზნებული. პერსონაჯები და მოქმედებები, ყველაფერი ჩემს მიერ არის შექმნილნი. იყო ჩემი ცხოვრებიდან, თქვენი ცხოვრებიდან ბერი რამ აღებული. შეიძლება კიდეც, ბევრმა ამოიცნო საკუთარი თავი. მე ძალიან გამიხარდება, თუ იპოვით თქვენს თავს. პიესა დაიწერეა, 2015 წელს და ეხლა დაიბეწდა. ეს არ არის დასასრული, ჩევენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.“


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები