ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
29 ივნისი, 2018


მდინარეთა დასალიერთან (4)

იყო ყიამეთი.ცახცახმა ამიტანა.ბინდი მეფინა თვალებზე.სუნთქვა გამიხშირდა.არაფერი იყო ჩემს წინ ისეთი,კარგისმომასწავებელს რომ მოასწავებდა.დაცოცავდა ჩემს ირგვლივ ათასი არსება,ფრჩხილები მუხლამდე გაეზარდათ.გახრწნილი გვმების სურნელი მიწვავდა ყელს."გამომიშვით" , "დამაბრუნეთ",ვყვიროდი და მხოლოდ ჩემი ექო მესმოდ.ვყვიროდი და ინთქმებოდა ჩემი ხმა.

  "თუ ხერხემალზე კარგად დგახარ,გახვალ,თუ არა და დღეიდან წარსული იქნები.შენს სხეულზე ამოვა მინდორი და ხარები მოძოვენ მას.შენს შინაგან ელვარებას გამოშიგნვენ და ზაფხული იქნება მკაცრი,ზამთარში ქვები მოგითოვს.ოსტატობა ვერ გიშველის.აქ ვერ ნახავ ცაში მოელვარე ბუშტებს ოპერის წინ მდგარ ნაყინის გამყიდველს. ეს მხეცები,ცოტას დაგასვენებნ,მაგრამ ისევ ბუჩქად გაქცევენ.დაკეტილი იქნება ყველა კარი,ყველა გასასვლელი და ვერ იხილავ მზის სინათლეს,ნემსის ყუნწში მოგიწევს გაძრომა,თვლებზე მარილს მოგაყრიან.ნეკნს ამოგაცლიან და სიმად იხმარენ.ქარტეხილებს გადაეღობები.ხეზე მიგაკრავენ.ხე კი იქნება ეკლიანი."

- მიწას შევჭამ.ოღონდ გამიშვით-განწირული ვყვიროდი.

- მიწას შევჭამო? განა აგცდება?იდექი მყარად და გაუძელი.წუსვი საკუთარი თავი კედლებს პურივით და გადარჩები.გადაიტანე ის,რაც თავს დაგაწყდება.ჩვენ მოგცემთ მისიას.თუ გახვალ მეორე მხარეს,მაშინ ავტოპორტრეტი მზად იქნება და მუდამ იწკრიალებ.

- მე.....

- ისმინე! ამ სისხლის მდინარის გაღმა მხარეს,ორი ხე ხარობს.საქანელა კიდია ხეებს შორის,ადვილად გამოიცნობ.საქანელა ნაწნავითაა დამაგრებული.მოიტანე ნაწნავი ჩვენამდე და ჩვენ დავმარცხდებით.მაგრამ ეს დღემდე ვერავინ შეძლო.

- იქნებ არ მინდა დედოფალი?

-მარჩიელობ? არჩევანი არ გაქვს!დაიღუპები.ეს არის ის,რაც უნდა განვლო.
თქვეს და მიწაში ჩავიდნენ.


  ვიდექი და საკუთრ თითებს ვიჭამდი.
  მესმოდა ცხენების ფლოქვების ხმა და ეტლების გრიალი.
  ცხენის ძუაზე იყვნენ ჩამოკიდებულები და დამტრიალებდნენ.
მოჰქროდნენ ჩემსკენ და ხმებს გამოსცემდნენ.

    სისხლში უცნაური სითხე ჩამეღვარა და მუხლები გამიძლიერდა.

  ვიმწყვდევდი ხელებში და ვჭყლეტდი.ცას ვკაწრავდი და მკერდზე აკიდებული მკვდრები უცვივდებოდათ.ეშვებს ვაგლეჯდი თითოეულს და იმ ეშვითვე მუცელს ფუფატრავდი.ვიბრძოდი და მათ წრეხაზებს ვსრესდი.მე ვიყავი აქ ერთადერთი და ბრტყელი.ვტოვებდი ვერცხლის ნაფეხურებს.სისხლის მდინარეები გუბედ მეჩვენებოდა.ყურში ჩამესმოდა მხოლოდ ნაწნავი,დედოფალი.
 
    გამოვიარე ქარტეხილები და ნაწნავი ყოველ ღამე ბალიშად ვაქციე.

მეორე დღეს,აივანი სავვე დამხვდა ფურცლებით.ვაგროვებდი და ვათვალიერებდი.ზოგი მწვანე იყო,ზოგიც ყვითელი,მხოლოდ ერთი იყო შავი და შავზე ეწერა თეთრად:

  " მე ვარ დედოფალი და ჩემი არის ის ნაწნავები,შენ რომ ბალიშად აქციე.მე ამირჩიეს მათ,როგორც დედოფალი და ჩემით უნდა დასტეხოდა განსაცდელი ყველა სულიერს,რადგან რთულად ვარ მისაღწევი და ძნელად დასათმობი.თვითონ მოვიჭერი ნაწნავები და საკუთარი თავი დავკიდე ხეზე.არ მაძლევდნენ სიკვდილის უფლებას,ჩემს წინ მხეცებიც ქედს იხრიდნენ და მათ რკინის გულს სათნოებით ვავსებდი.შენ ხარ ის,ვინც მოაღწია ჩემამდე ცოცხლად.მოდიოდა ჩემსკენ არმია,მაგრამ ისინი მარცხდებოდნენ და მტვრად იქცეოდნენ.მე კი ვდარდობდი მათ ბედზე.შენ შეძელი მდინარეების დაშრობა და მათ გულებზე კაუჭის დაკიდება.თავგანწირვა არჩიე დამარცხებას.რაინდი ხარ.არ დაგავიწყდეს,მხოლოდ შენი სულისკვეთებით არ გამარჯვებულხარ,მე გეხმარებოდი.როგორ ფიქრობ?ცას როგორ კაწრავდი?რა ჩაგეღვარა სისხლში? ჩემით იყო ეს ყველფერი.მე შემეძლო მიწიდან ცამდე მანძილის შემცირება და შენც წვდებოდი და კაწრავდი ცას,ნაპერკწლებს აყრიდი მათ.თუ წერილის მოწერა დააპირო.აივანზე დატოვე.იქ სადაც ჩემი წერილი დაგხვდა.მე მოვალ უჩუმრად და წავიღებ.
                    ამ უნცაურ ამბავს ვერავის ვუყვებოდი.განა დაიჯერებდნენ,რომ მომეყოლა?

                დიდხანს მეჭირა წერილი ხელში,შემდეგ სკივრში საგულდაგულოდ შევინახე.მხოლოდ ღამით გამოვიტანდი და ბალიშად ვაქცევდი.არც ვიცოდი,ვერაფერი მომეფიქრებინა,თუ რა უნდა მიმეწერა.არ მსურდა რომ შეუმჩნეველი დარჩენილიყო რამე.მე მსურდა მისი შემჩნევა.

                  ამ უკანასკნელზე ვფიქრობდი და წერილის მიწერა მომდევნო დღემდე გადავდე.სავსე ვართ შეუმჩნევლობის,დაუნახაობით.თითქოს თვალები გახელილი გვაქვს,მაგრამ ვერაფერს ვამჩნევთ.ან სულაც არ ვიყურებით იქ,სადაც საჭიროა.ფიქრის უფსკრულამდე ვაღტ მისული და შავ-თეთრ ტილოზე ლამის ტრაგედია შესრუდლეს.ამის მაგალითი იყო ისმაილი.

              ისმაილი წლების წინ,ერთ სოფელში ცხოვრობდა.მარტოხელა კაცი იყო.შვილი და მეუღლე დაჰკარგვოდა.აუყვებოდა ხელჯოხით აღმართ და დილაობით სამრეკლოს ზარებს რეკდა.შეწუხდა ხალხი ამ ყვეალფრით,მანამდეც ზიზღით უყურებდნენ.იყო მასში რაღაც ფარული.ღამით ისმაილის ეზოდან მუდამ კაკუნის ხმა ისმოდა,თიოტქოს რაღაცას აჭედებდა.გამიკვირდა მისი ხელობა და მივედი,ვკითხე,ისმაილ,რას აკეთებ ასეთს მეთქი,მითხრა კუბოს ვამზადებო.

        -როგორ თუ კუბოს ?
        -ხო,კუბოს.განა შენით ვერ ხვდები,მე სიკვდილი კარს მომსდგომია,მე თუ არ მივხედე ჩემს თავს,განა ვინღა მიხედავს.ცოცხალი არ ვჭირდებით და მკვდარი ვის რაში არგია?
        -არა,რა სალაპარაკო ეს არის.
          -დამტოვებენ დაუმრხავი.თან კარია,საკუტარი თვალით რომ უყურებ სამუდამო სახლს,უსასრულობას.
         
              ისმაილი დადიოდა და საკუტარ ვალს იხდიდა.იმდენი ცოდვა მაწევს ზურგზე, უნდა გავთავისუფლდე ამ ყველაფრისგანო.ეხმარებოდა ყველას,როგორაც შეეძლო.ძალას არ დავზოგავ,თვალი მუდამ დაჭყეტილი მაქვს,რამე სასიკეთო საქმე არ გამომეპაროსო.ბოლოსკენ გაგიჟდა.შვილის ჩანთას მოიკიდებდა და დადიოდა,გაიძახოდა მზეს და ვარსკვლავებს ვარიგებაგერ,ამ ჩანთში მიწყვიაო.
          იმ დღეს იპოვეს ხის ძირად გარდაცვლილი.
          ჩააწვინეს საკუტარი ხელით დამზადებულ კუბოში და გაუშვეს შორს,უსასრულობისკენ.

        ჩანთა რომ გაუხსნეს,რვეული იპოვეს მხოლოდ.ჩამოეწერა მეზობლის სახელები,ანბანის მიხედვით,გვერდით კი ის სასიკეთო საქმეები,რითაც გეგმავდა მათ დახმარებას,იცოდა ვის რა სჭირდებოდა.
   
        სიცოცხლეში რომ ზიზღით უყურებდა ხალხი,ერთ-ერთმა,მიდით,ჩემი გვარი ამოიკითხეთ,მე რას მიპირებდა ნეტაო,მეორემ,შენამდე ჯერ მე ვარო.ასეა,ზოგჯერ მხედველობა შესანიშნავი გვაქვს,მაგრამ ვერაფერს ვხედავთ და მითუმეტეს ვერაფერს ვგრძნობთ.

        წარმოდგენა არ მაქვს,ეს ამ,ბავის აიდან ამომიტივტივდა გონებაში,მაგრამ ცხოვრებას მოწყვეტილი ხალხი უფრო მინტერესებდა.

        ღელავდე და ბორგავდე უნდა მთელი ცხოვრება.ხის კენწეროზე უნდა შემოდო სხეული და იქანაო.მაგრამ ყველას საკუტარი აქვს გასავლელი,განა ყველას ერთნაირად შესწევს ძალა?ფრჩხილებში ვართ მოქცეულები და გამოსვლა გვიჭირს,გვინდა დროში აფეთქება,მაგრამ ატომებად დაშლის გვეშინია.

        ნიჟარები გვაქვს ზურგზე ამოსული და როგორც კი თვალს მოვკრავთ ამაღელვებელს,ვიმალებით,შიგნით მივძვრებით,რაც მთავარია იქ ვარ მშვიდად.

        თითქოს კანს ვიცლიდე მერქანივით და მას ვეწებებოდე.

                      "
                                                          სალამი მეგობარო

          იქნებ დაგვინებული იყოს პასუხი,მაგრამ არ მინდოდა დაუფიქრებალდ მომეწერა,მშრალი სიტყვები,ღირებულებადაბრალებულები.მხოლოდ იმას ვგრძნობ,რომ უკეთ ვსუნთქავ და საღამოები უფრო წგრძელებულია.სულ სხვანაირი გაზაფხულის მოსვლაა ამ წელს.ძალიანაც ნუ შემაქებ,მე შენს გამო ჯერ ნამდვილი ცეცხლი არ გამივლია.ნეტავ როგორი ხარ.მომწვანო თუ მოწითალო?      "

                შენ ჯერ ასეთი ხარ,შუაღამის თვალებით.

              სკივრი უკვე სავსე მაქვს.მისი სახელია ანაბელი.ჩვენ ერთმანეთის გათავისუფლების იმედი გვაქვს,ვავსებთ ერთმანეთს წვეთ-წვეტად.ვნახე,ჰაერში როგორ მიდიოდა,ზურგით,მე კი აივანზე შავი ალამი მქონდა აღმართული.ნაფეხურებს ტოვებდა და მე მას ვაგროვებდი.შემდეგ იქიდან მზესუმზირებმა იყვავილეს.ღვთისნიერი იყო,სათნო და სპეტაკი,როგორც ახალდადებული თოვლი.
             
        იმდენად აშკარაა ეს ყველაფერი ჩემთვის,რომ მგონია არაღაცას მივაგენი,ძვირფასს.უფრო ფრაგმენტს,დაუსრულებელს.
         
        მე ბოლო ვარ და ნაღდი.

      ანაბელი კი წყალი და იმედი.

        ანაბელამდე?
       
      მე ჩამტვრეული ხიდების ხრამთან ვიდექი მუდამ,სად არ მოვმკვდარვარ.

      მე ვიყავი უკანასკნელი აბუჩI სტუმარი,უმზეო ერებიდან.

      არსად არ ჩანდა ჩემი სიტყვის კონის ნაყოფი.

      მზე მაყრიდა მლაშე სხივებს და საფეთქელზე კნი მისკდებოდა.

      მე ვიდექი მაღალ საყორნეზე და მესმოდა როგორ ითხოვდა გოლგოთა შენდობას.ეს თავხედობა იყო,ყველაზე წრფელი.

      მე ვხედავდი,როგორ მიდიოდნენ ცამდე გულნატკენი ბავშვები.

    მე ვიცოდი მატარებლის რელსებზე წოლის გემო და სადგურზე მჯდარი მიწისთხილის გამყიდველის ფიქრები.

      შეიძლება სასწაულებიც მოხდეს: ხეებმა ფრენა ისწვლონ.ადამიანებმა სიყვარული.

        სურვილი მხოლოდ ერთი,ჩვენ გავქცეოდით აწმყოს და ავღმსდგარიყავით შემდეგ.მე ვნახე სიზმარი,სიზამრი იყო,გრძელი და მკაცრი.
 
ეს იყო გზები,ტევრი ტყეები და ჩვენ მივკაფავდით გზას.წინ მე მივდიოდი,უკან მომყვებოდა ანაბელი.იყო სეტყვა,მარამ არც ერთი არ გვეცემოდა.არ შეგვხვედრია მცენარე,რომელსაც შეეძლო დავესუსხეთ.ნაბელმა ფეხი ჩემს ნაფეხურებზე დადგა და მზე ამოვიდა.გამოჩნდა ფართო მინდორი,უფრო შორს კი სილუეტი.სანთის კოლოფის მსგავსი ნაწილაკი.

      - ხომ არ გეშინია,ანაბელ?-ვკითხე და ხელი ძლიერ მოვუჭირე.
   
      - მეშინია?ნაწნავების ამბავი დაგავიწყდა?რა არის აქ საშიში? სრული სიმშვიდეა-თქვა და ხელები გაშალა.

      - ჩემი ხომ არ გეშინია?

      -შენ რა საშიში ხარ.მხოლოდ ჩემი მკიმართულებით სუნთქავ.

    - შენ რომ რამე დაგემართოს,თავს შენს თავშალში მოვიკლავ.

    - ოჰ,ნუღარ ამბობ! ჩემს თავშალში ადრე ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები