ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2018


სულ ცოტაც და...

სულ ცოტაც და მონატრება შემხრავს
(დაგავიწყდა, რაც კი გულით გთხოვე),
მართალია, კი ვცდებოდი ერთხანს,
მაგრამ ხშირად მართალი ვარ ხოლმე.
მე არ ვიცი, რას ეძახი სევდას
ან რას ფიქრობ, როცა ძლიერ ვბრაზობ.
სულ მგონია, გამირბიხარ შენ და
ცხოვრება მე უნდა ვალამაზო.
რატომ მიდის უღიმღამოდ დღენი,
რად ივიწყებ, მე რაც ბევრჯერ გთხოვე.
გაიხსენე სიყვარული ჩვენი
(მაშინ ასე ვეძახოდით ხოლმე).
სულ მგონია, ამოვიგლეჯ გულს და
მივამატებ დარდის მთას და გორებს.
ვიცი, შენთვის წვრილმანია სევდა,
ამიტომაც
მეტირება
ხოლმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები