ნაწარმოებები



ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
29 ივნისი, 2018


მზის დარტყმა

ზაფხულია და ცხელა და ტემპერატურა იმატებს,
ერთმანეთს აუტანელი, ცხელი დღეები მიება.
მოგვიხდებოდა მე და მე სუბტროპიკული კლიმატი,
ხმელთაშუა ზღვის აუზში ტალღებში შელივლივება.

ნაპირზე საჩრდილობლის ქვეშ წიგნი და ცივი წვენები,
სხვადასხვაგვარი მიზეზით ახალი ხალხის გაცნობა,
მათთან ბაასში გატეხვა ღამის და უცხო ენების,
მზის ჩასვლა, პლაჟზე კოცონი და სხვაც მრავალი "პაცნობა".

მინიმუმ ერთჯერ დამწვრობა, ერთჯერაც ყურში ჩასვლა წყლის ,
მთელი დღე ყურზე ცხელი ქვა, სიცხე და ტანზე მაწონი.
ოფლიანობა, გულდაღმა წოლა და სველი საწოლი,
ლექსი ცუდისკენ გამექცა, დავუბრუნდები დასაწყისს.

მოკლედ თბილისში ცხელა და ტემპერატურა ზე მიდის,
ერთმანეთს გაუსაძლისი ცხელი დღეები მიება.
ზღვა - გემი, პლაჟი - კენჭები, ცა - ღრუბელი, მზე - ზენიტი,
წავალ, წყალს დავლევ, ნეტა რა მეასოციაციება?!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები