ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2018


* * *

მოდი სიყვარული ვშობოთ,
მოდი ოცნებები შევკრათ,
მოდი სურვილების ლოგო
ვნებით მიმოვხაზოთ ერთად.
მოდი სიმსუბუქე ვხატოთ,
მოდი დავარცხვინოთ მზერა,
მოდი გავაფრინოთ ტატნობს
სულს ვერ დატეული ბგერა.
მოდი ავუშარდეთ ცისკარს,
მოდი ავალანძოთ დილა,
მოდი დავემჩნიოთ სიზმარს
ჯებირს გადაცდენილ წვიმად.
მოდი გადავუსწროთ ქარებს,
მოდი გულს საზღვრები მოვხსნათ,
მოდი მცირე ცოდვის წამებს
ერთად გავუძლოთ და მორჩა
მერე ეს იქნება სუნთქვა,
მერე ეს იქნება სევდაც
ნერვებს აყოლილი თუნდაც,
ანდაც თავგასული ვნება
და ჩვენს ოცნებებში მერე
აღარ შეიმჩნევა ზღვარი,
გავასამყაროებთ ფერებს
უცხო სურვილებით მთვრალი...
მოდი სიყვარული ვშობოთ,
მოდი მიმოვხაზოთ ლოგო,
ისე გავგიჟდეთ რომ ბევრ დროს
ჩვენი შეშლილობა მოდონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები