ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თ ო რ ნ ი კ ე
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2018


ქარი

ეს ღრუბლები ემსგავსებიან წვიმით გაწუწულ კაცის საყელოს,
სხვა სილამაზე ქარების გარდა მითხარი, როგორ დაგისახელო.

მიდის ცხოვრება, რჩება ქარები, ქარი ხომ მაინც ქარულად მიდის
ჰო ჩემი სული, უფლის თვალები შენი სული კი ჩემს სულზე მშვიდი.

ღამე თებერვლის, თოვა და ქარი ქარი და თოვა ფიფქების მარში,
რთულია ახლა ერთი შეხედვით, რა ლამაზია ერთი შეხედვით,
როცა ხეები იხრება ქარში.

თან ყველაფერი რთულია თითქოს, და ვეღარ გშველის ინტუიცია
ნეტა ვიცოდე მაგ შენს ქალაქში ნეტა ვიცოდე ის თუ იციან,

რომ სახურავზე ყველა ფიფქები ეს არის წვიმის პროვოკაცია,
თანაც არიცი, თანაც ვერ ხვდები, ვინ ჩათლახი და არაკაცია.

თებერვალია ქარი ქარშია, ამ დროს ძაღლი ყეფს თანაც არ შია.
გადატეხილა მუხის ტოტები ძაღლის პატრონი თბილ ოთახშია.

და ეს ღრუბლები ემსგავსებიან წვიმით გაწუწულ კაცის საყელოს,
ვფიქრობ და მიჭირს ქარების გარდა, რა სასწაული დაგისახელო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები