ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2018


მომენატრები ყველა წვიმისას....

გამახსენდები ყველა წვიმისას,
შენს თავს გავუყოფ მხოლოდ
მის წვეთებს,
შემიყვარდება სველი ქუჩებიც,
რადგან წვიმაში გიპოვე ერთხელ....

მე დაგიჩემებ
ეგოისტურად,
და შევიყვარებ შენსავით აპრილს,
აპრილის ყველა წვიმა ჩემია,
სწორედ ამ თვეში გიპოვე რაკი....

ვიცი
არა აქვს აზრი თქმას, მაგრამ
უფრო რთულია
გრძნობა უთქმელი,
მომენატრები, როგორც არასდროს,
ყველა წვიმისას
განსაკუთრებით....

1.07.2018

ლიკა ოხანაშვილი


















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები