ნაწარმოებები



ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2018


მწამდი

როგორ ველოდი იმ დღეს,
ღამეებს ფიქრში ვკლავდი.
მწამდა დავძლევდი ზამთარს
და გულში ჩაგიკრავდი.

ისევ თვალებში მიდგას
ცხელი ზაფხულის ლანდი,
დილა არღუნის პირას,
შენთვის კარავს რომ ვდგამდი.

იქვე, კოშკების ძირას
გრძნობებს თუნგებით ვსვავდი,
გიცქერდი და მშვენიერ
კლდის ველურ ყვავილს გავდი.

როგორ ველოდი იმ დღეს,
მწამდი ო, როგორ მწამდი!
მეგონა უსასრულოს
მიწიდან გგრძნობდი ცამდის!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები