ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2018


ი მ ე დ ი მ ც ა მ ი ფ ე რ ა დ ა

რასრა მემდური ნეტარა,
გულს რა დარდ შამოგეტანა
რამ ქარმა ჩამოგიქროლა
თან ნეტარ რა ღვარძლ ეტანა
ნეტარ სიტყვაც არ გამეგო
გულს ან ფიქრ არა ეტარა
ქალაქს არ გავკარებიყავ
გულ არ გამეღო შენთანა
ბარიმც არცროდის მენახა
ქოხ რამ ჩამედგა ერთკანა
ან სუ არ გავჩენიყავ
თუ არა ვღირდი ნეკნადა
ან მაყვლად ამოვსულიყავ
ან ბრძამად ანდა ნეკრადა
მთის კალთან შამამეღობნა
მიწა მებრუნა ბელტადა
ზედ მეყვავილა კესანე
სულის საცხონედ მხევლადა
სიყვარულიც თან წამეღო
მქონიყო სულში ნედლადა
მთაკლდეში ჩავხიზნულიყავ
იქნებ სუც ალალბედადა
შენც აღარ მამგონებიყავ
დარდ ამეცილა ხვედრადა
შენ სხვა გზათ გაჰყენებიყავ
ბედნიერ დიაცთ მხედრადა
მე კი მთას შავბერებიყავ
უბიწო  ქალბნელ  მდედრადა.
იქნებ არ გაიმხვივნებიყავ
გულს მაამებელ ნერგადა
არც აღარაზე მედარდა
მომავალ თუ არ მებადა.
იქნებსხვაფრივაც მეფიქრა
ყოფნა არ ყოფნას მეგვანა
თუ ესე მამექცეოდი
ნეტარ რა ძალა მეტანა
რადრარ ვისწავლენ ჭკვან ნეტარ
რად არა ვცადე ბედადა
ღალატ გულს რო არ გამივლავ
თქვი გულყვითელა კესანა.
მოვკვდები აღარასა მწერს
ე ჩემ გულტკბილა ნესტარა.
მზეც კი ამოდის მთვარეცა
ორნივ სამყაროს კენტანად
ვარსკვლავნიც შამოგრაგნულან
ე ჩემ ფიქრების მწყემსადა
ძნელია თვალთ გზისაკ ჭერა
გულ ლოდინმ დააბეჩავა
ნეტაინ შამასჩნდებოდი
გულის სილაღევ მეტადა.
გულიც გულს შამახვდებოდეს
საკუთნოდ თავისფერადა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები