ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2018


ომის რევიუ

ბაშარ ალ-ასადი:
"რაც დღეს ხდება ეს ისტორიაა, რომელსაც სირიის მოქალაქეები წერენ"
............................................................

ჩამოიფერფლა ყველა ის ხე, სადაც ოდესღაც,
ჩვენი სულები, ელფებივით ისხდნენ უჩინრად.
არაფრისმთქმელი გემო ჰქონდა, მაშინ ცხოვრებას,
როდესაც კოცნით მოგაშორე სისხლი ტუჩიდან.

მე კი ამ დილით გამოვედი იმავ ქუჩიდან,
სადაც წარსულში ვაცილებდით ღამეს გატეხილს
და დედაშენი საწყალობლად ქუჩას უვლიდა,
იქნებ ვიღაცამ გაიღოსო პურის ნატეხი
და დენთის სუნი შევიგრძენი, სადღაც გულიდან...

გოგოს აიშეს და ბიჭს, ალბათ ასანს ვარქმევდით.
რაა ის ომი, სიყვარული რომ არ წალეკოს.
ვინ რას გვემართლა?!
რად მოვიდა?!
ან რას ვართმევდით?!
დაგვასაფლავეს და დაგვადეს ლოდად ალეპო.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები