ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2018


* * *

ასე უჩვეულოდ გადის იანვარი,
ვხედავ თებერვალს, რომ მარტი გაუცნია
თითო ბალზაკი და წვეთი ნიაღვარი
ზეცას კესანივით ლურჯი ჩაუცმია.

აჰა! გადავშორდი ძლივსღა სამშვიდობოს
სულმაც ქე მოითქვა ჟანგი ნაბდიანი,
ვეღარ გავარჩიე ხელში ონორე-დე
ვეღარც სონეჩკა და მადამ ბოვრიანი...

მაგრამ ისევ ისე დავრჩი უჩვეულოდ,
ამას გადავიტან, ეხლა სხვა რამ მიკვირს,
ნუთუ შეიძლება იყო უდღეუროდ?!
და თან ოხ! ვის გამო ქალი, ქალი მიჭირს...

მორჩა! აღარ ვიტყვი... ისევ შაბლონური
თითქოს გაცვეთილა წელში ონორე-დე,
ჭიქა არაყი და ღერი სიგარეტი...
ღმერთო მე ამქვეყნად ესეც დამიძვირეს.

კვლავაც შემოდგომა სულში დაიბუდებს
და მეც ჟანგისფერსაც კვლავ მოვეფერები,
მორჩა ეჰ მაესტრო ვეღარ დავიბრუნეთ
ალბათ სხვა მთავრობას დარჩა ნაფერები.

განა ვდარდიანობ? არა არც იფიქრო...
ესეც ხომ გაივლის, როგორც თანადგომა,
მაგრამ ვეღარა ვთქვა? ვეღარც გავიფიქრო?
იყოს, დამაბრალეთ გვერდზე გადადგომა,

ეგ კი უდღეური წვიმის ბრალი არის,
ნუთუ შეიძლება ყველა „ჯეელს“ ჰგავდეს?!
განა ტოლსტოი ვართ, ყველას რომ შეგვეძლოს?
„ომსა და მშვიდობას“ ერთი დედა ჰყავდეს.

ასე უდღეუროდ გადის თებერვალი,
ვხედავ მარტს სადგომი ისევ გაუძვირეს,
ყავა, ბალზაკი და ღერი სიგარეტი...
ღერი სიგარეტი, ესეც დამიძვირეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები