ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2018


ხიდი-დან...

უცხო სოფელში,
ბაღების ბოლოს, ხიდი ეკიდა.
(...სადღაც მინახავს, მისი თხელი ბეწვის ხელები.)
ქვევით მდინარეს, თითქოს დევი გამოეკიდა
და მერე ჰაერს სასულეში გადასცდა წვეთი.
ხიდის ბეწვებზე,
„ვიღაც“  სულ,  ერთი სულით ეკიდა,
არსად მინახავს მასზე უფრო გამხდარი მხრები.
მერე წვეთებზე მისი დაღლა ჩამოეკიდა...
ხიდს კი,  გაუყვა სოფლის დილა  არაფერივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები