ნაწარმოებები


მოწვევა ხელოვანთათვის http://www.epfound.ge/wp-content/uploads/2019/02/Call-for-Applications_Awareness-Raising-Campaigns.pdf     * * *         * * *     მუხრანის პრემია - პოეტური მინიატურები     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1479&st=0

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
5 ივლისი, 2018


Emily Dickinson - The Soul that hath a Guest (674)

ემილი დიკინსონი - სული, რომელიც  მასპინძლობს სტუმარს  (674)

სული, რომელიც  მასპინძლობს სტუმარს,
იშვიათად თუ შინიდან გადის,
არ საჭიროებს გარეთ გაძურწვას,
როცა იქ სახლობს ღვთიური დასი;

ზრდილობა უშლის გარეთ ხეტიალს, 
ავალდებულებს გაუმასპინძლდეს
წვეულს, ვინც ღვთიურ დასზე მეტია -
კაცთა მეუფეს - სულების სიძეს!

5 ივლისი, 2018 წ.



Emily Dickinson - The Soul that hath a Guest (674)

The Soul that hath a Guest
Doth seldom go abroad —
Diviner Crowd at Home —
Obliterate the need —

And Courtesy forbid
A Host's departure when
Upon Himself be visiting
The Emperor of Men —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები