ნაწარმოებები



ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2018


მანტრა-ლოცვა

წარმოსახვითი საზღვრების ქრობა

შესავალი

  მოვსეირნობდი ღამე , სუსტი სასიამოვნო ნიავი ქროდა, გრილოდა. ვცდილობდი ქარის ჩურჩულისთვის მომესმინა და მის მოძრაობას ხელებს ვაყოლებდი. ჩემი ხელები ფრთებივით მოძრაობდნენ ქარის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ. გონება სიმშვიდემ მოიცვა და მასში სიტყვებმა იყო დენა. ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები, ეს იყო დავიწყებულის გახსენება , მანტრა ან ლოცვა . იწერებოდა სიტყვები და როცა გონება ახალ დაახალ სიტყვებს მიგზავნიდა მივხვდი რომ უნდა ჩამეწერა . შენთვის ჩამეწერა. ჩვენთვის ჩამეწერა. ჩანთიდან ბლოკნოტი და კალამი ამოვიღე იქვე ჩამოვჯექი ბარდიულზე და დავიწყე წერა იმის რაც გონებაში იყო. მერე თითქოს წამით შეწყდა სიტყვები მე გზა გავაგრძელე . მერე ისევ გაჩნდა სიტყვები გონებაში და გზაში ვწერდი , ხან მუხლზე ვიდებდი ბლოკნოტს , ხან კედელს ვადებდი. გამვლელები უცნაურად მიყურებდნენ. სიტყვებს ვწერდი და ვაგრძელებდი გზას. მოდიოდნენ სიტყვები ვწერდი, ჩერდებოდნენ და ვაგრძელებდი სიარულს სახლში რომ მოვედი კიდევ იყო სიტყვები გონებაში , ჩამოვჯექი და ჩავწერე , მერე პაუზა , მერე ისევ . და აი დავასრულე. წაიკითხე ჩვენი არსებობის კიდეზე ამოკაწრული სიტყვები რომლებიც მე გავიხსენე დღეს რომლებიც დაგვავიწყდა . წაიკითხე სიტყვები რომლებიც ჩვენი სულის კედელზე ამოკაწრა ღმერთმა..  და მუდმივად აქ წერია.

რაც მინდა ისედაც მაქვს. ვერაფერს მიიღებ რადგან ვერაფერს გასცემ .
ვერაფერს მოძებნი ახალს რადგან ყველაფერია შენში.
ვერ იქნები ვინმე
რადგან ხარ ყველა-არავინ.
ვერ მოიპოვებ სიმშვიდეს რადგან ისედაც გაქვს სიმშვიდე.
ვერ დაბინძურდები რადგან ღმერთი ხარ.
დაბინძურება ეს გონების ილუზიაა ,
გონებას გონია რომ ბინძურდება ან იწმინდება.
სინამდვილეში კი არაფერი არ ხდება .
ვიღაც იღებს ვიღაც კარგავს თითქოს  ასე ჰგონია.
ვიღაც კვდება ვიღაც იბადება. არაფერი იცვლება. ვერ დამთავრდები რადგან არ დაწყებულხარ.
ყველაფერი სულ ერთია ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით.
ვერავინ მიგატოვებს, ვერავინ წავა შენგან,
რადგან არც არავინ მოსულა.
ისინი უკვე იყვნენ აქ .
ყველანი აქ ვართ .
ვერ მშვიდდები, რადგან ცდილობ დამშვიდდე ,
მაშინ როცა ისედაც მშვიდად ხარ.
ვერ შეივსები რადგან სავსე ხარ .
არავის არაფერი აკლდება
არავის არაფერი ემატება,
რადგან არ არსებობს გაყოფილობა.
ვერ ვიქნებით ერთად , რადგან არ ვართ ცალ-ცალკე .
ვერ გვეყვარება ერთმანეთი.
ვერ გვეძულება ერთმანეთი.
ვერ გვექნება ვერანაირი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ,
რადგან ამისთვის უნდა არსებობდეს სუბიექტ - ობიექტი.
მე და შენ.
ჩვენ კი ერთნი ვართ .
ვერ იქნება დასასრული,
რადგან არ ყოფილა დასაწყისი.
ვერ მოკვდები ,
რადგან არასდროს დაბადებულხარ.
ვერ დამთავრდება ის,
რაც არასდროს დაწყებულა.
ვერ გააღებ იმას, რაც
არასდროს დაკეტილა.
ვერ იქნება ხვალ,
რადგან არასდროს ყოფილა გუშინ
და ყოველთვის არის ახლა.
ვერ იპოვნი იმას,
რაც არასდროს დაგიკარგავს.
ჩვენ ვართ სულ ერთად,
ვერასდროს ვიქნებით ცალ-ცალკე,
რადგან ერთნი ვართ.
ვერ გექნება რამე
რადგან ისედაც ყველაფერი გაქვს.
არაფრის გაკეთება არაა საჭირო , ვერავის შეცვლი რადგან
ყველაფერი უცვლელია.
კოსმიური სიყვარულის ჟამს ,
ხშირად ამბობენ ადამიანები
მე გიყურებ შენ და ჩემს თავს ვხედავ შენში,
მგონია, რომ შენ მე ხარ,
რეალურად კი შენ გგონია რომ მე სხვა ვარ ,
ხოლო მე ისედაც შენ ხარ.
მე არ მიპოვნიხარ შენ ახლა,
მე არ გამიცნიხარ შენ ახლა ,
რადგან შენ ყოველთვის მე იყავი, მე კი შენ. ჩვენ ერთნი ვართ. უბრალოდ ერთი.
ვერ იპოვნი იმას,
რაც არასდროს დაგიკარგავს.
ვერ მიმატოვებ ,
რადგან არასდროს წასულხარ ჩემგან .
შენ სულ აქ იყავი.
ჩვენ სულ აქ ვართ.
ყოველთვის.

მიყ ვარ ხარ.
ვარ .
ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები