ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2018


* * *

დაცარიელდი...ჰაერს უშვებ
ფილტვებიდან და
ისევ ავსებას აღარ აპირებ.
რა გენაღვლება,  ამ სოფელზე
სხვებმა იდარდონ -
ღრუბლების მიღმა გატანჯულ
სულს გაანაპირებ
მაგრამ სისუსტე როგორ გინდა
რომ გაამართლო?...
(ახსნა როდი აქვს  სიკვდილს უეცარს )
როცა განაჩენს გამოიტანს
სხვა სასამრთლო
ვერ მოგცემს შვებას ასე წასვლა
(შვებას თუ ეძებ)
თავის საზიდ  ჯვარს მხრებით
ყველა კაცი ზიდავდა,
შენი სიცოცხლეც წყალობაა,
წყალობა უფლის !
დაცარიელდი... ჰაერს უშვებ
ფილტვებიდან და
გაწბილებული მუხის ხეზე
ქანაობს ყულფი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები