ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2018


სიზმარს მოჰგავდა ცხადი

გულის ბანიდან სამზერზე
გადმომდგარიყო დარდი.
ჩიტები ნიშანს აძლევდნენ,
წვიმა მოვაო, ჩადი!
ნაოდესღაცი ამბებით
თავს იმხნევებდა კერა.
ჩრჩილდაკბენილი კაბები
ჩამცმელს ელოდნენ ჯერაც...
თვალს იფარავდნენ სარკმლები
კალთანახევი ფარდით.
კანტი კუნტობდა გამვლელი,
სიზმარს მოჰგავდა ცხადი...
ისხდნენ კუნძები, ფესვებთან
ჩუმი ბაასი ჰქონდათ.
უკაცურობა ესვენა
პალატში ძირძველ ოდას...
06.07.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები