ნაწარმოებები



ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2018


სახლი წყალზე

შიში გადამდებია-ვიღაცას უთქვამს
და შენც აიღე მისი ბაცილა,
ნორმალურობის მცდელობა და გამომიარე.

მისამართი უცვლელია:
ჩემი სახლი წყალზე დგას,
სახლში სველი ყორნები დაფრინავენ,
იატაკიდან ამოსულ ხეებს კი
გადაბელილი ადგილები ლოყებივით უჩანთ.

რატომ იმალები სანგარში?
დროშაც შევკერე,ქვაც ხომ ჩავიცვი?
დავდივარ და წყალივით ვჯდები,
მესმის,როგორ მეზრდება მკვდრები.
ისიც კი მესმის,
ხე, რომ დაღლილა ჟანგბადის გამოყოფით.
ფანჯარაში დღის მეორე ნახევარი შემოდის,
ყვავებსაც  უკვირთ,უკუღმა ცხოვრება,
ანუ გარეთა.
კი არ ჩხავიან,გაკვირვებით შემომცქერიან.

გამომიარე.
გამომიარე,სანამ ფიცარ-ფიცარ არ დავშლილვარ,
სანამ ზამთარი არ დამდგარა,
სანამ სახეს ბალახით გავიშრობდე,
სანამ ყვავილად არ ვქცეულვარ,ანუ მოვმკდარვარ,

მე კი არ ავირჩიე ეს სახლი,
მან ჩამიყენა თევზების ფართხალი მკერდში,
საკუთარი თავი წყალზე წავუსვა?
სხვა სახლები კი,ჩრდილით ცხოვრობენ,
კალაპოტებით.მიწაზე.მყარად.

ორიოდე შემომრჩა დღენი,გამომიარე.
თორემ წყლად რომ ვიქცევი,ნიადაგისგან ვერც გამარჩევენ,
დაგხვდება ბუჩქი,კეთილთვისებიანი,ქვაც მიუმატე.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები