ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2018


დამაგვიანდა

***
ცისკენ მივყვები ფერად ლიანდაგს,
დღეს გამოვხარჯე ბოლო იმედიც,
ვშიშობ , რომ სადღაც დამაგვიანდა
და სადღაც ალბათ ადრე მივედი.

გამკვირვებია , როგორ გადავრჩი...
(ეს სულ არ იყო ჩემი მიზანი.)
მე საკუთარ თავს ლაქად დავაჩნდი
და სხვა თამარი ამოვიცანი.

ახლა მივყვები ცისკენ ლიანდაგს,
ფიქრებს ჩვეული ოცნებით ვიღლი.
ვშიშობ, რომ უკვე დამაგვიანდა ,
მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიცდი.

               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები