ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2018


******

ზღვა მშვიდი იყო თუმცა იმდილით,
მაინც არია ტალღა ტაროსმა...
ხიდებზე დუმდა შენი ლოდინი,
სანაპიროზე, ჩემი არმოსვლა.

წუთისოფელი გზა არის მოკლე
და მაინც ვირჩევთ ბილიკებს ქვიანს.
ჩვენ ერთმანეთით იმდენჯერ მოვკვდით,
მიკვირს რომ მაინც ცოცხლები გვქვია.

ზღვამ მოლოდინით მდუმარე ხიდზე,
ტალღები წვრილი ბრიზგით დალურსმნა.
შენი ხანმოკლე ლოდინი ღირდა,
ჩემგან თითებზე დათვლილ არმოსვლად.

ლელა ლაჩაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები