ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 ივლისი, 2018


ქართულ ენაზე წარმოთქმული ზოგიერთი წინადადების უცხო ენებზე თარგმნის შეუძლებლობის შესახებ, მაგალითად, წინადადების ”ნუ ურევთ აფხაზებს აფსუებში”

ქართულ ენაზე წარმოთქმული ზოგიერთი წინადადების  უცხო ენებზე თარგმნის შეუძლებლობის შესახებ, მაგალითად, წინადადების ”ნუ ურევთ აფხაზებს აფსუებში”




თარგმნეთ, დაწერეთ, ინგლისურად ან  რუსულად, წინადადება:

”ნუ ურევთ აფხაზებს აფსუებში”.

დახმარება  1:

რუსულ ენაზე:  Абхазы.

თვითდასახელება:  аҧсуаа (არა-რუსულ ენაზე).

სიტყვა аҧсуаа რუსულ ენაში არ არსებობს. 

დახმარება  2:

ქართულ ენაზე: აფხაზი.

თვითდასახელება:  аҧсуаа (არა-ქართულ ენაზე).




ქართულ ენაზე წარმოთქმული ზოგიერთი წინადადების  უცხო ენებზე თარგმნა შეუძლებელია, მაგალითად, წინადადების ”ნუ ურევთ აფხაზებს აფსუებში”.

ამ წინადადებაში იმდენად ღრმა აზრი არის დამალული, რომ რომ მისი უცხო ენებზე თარგმნა დღემდე ვერავინ ვერ შესძლო, არც უცდიათ.


რატომ?

იმიტომ რომ  ეს ”ღრმა აზრი” მარტო ქვეყნის შიგნით, ”შიდა მოხმარებისთვის” არსებობს, ქვეყნის გარეთ სხვა ”სიმღერებს” ამბობენ.

დააკვირდით, ქვეყნის გარეთ არა თუ არ ამბობენ ამ ”ღრმა აზრს”, არამედ  ამ ”ღრმა აზრის” მსგავსის თქმასაც კი ვერ ბედავენ.

რატომ? არ დაფიქრებულხართ?

ხართ  დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში?

ხომ ამბობთ, რომ არავითარი  აფხაზი ერი არ არსებობს, არსებობს აფხაზეთი და იქ ცხოვრობენ მეგრელები. დანარჩენი კი აფსუები და ჩრდილო კავკასიური ტომებია.

ამბობთ ამას ქვეყნის შიგნით?

კი?

მაგრამ, ქვეყნის გარეთ იგივეს რატომ არ ამბობთ?

თარგმნეთ, დაწერეთ, ინგლისურად ან  რუსულად, წინადადება:

”ნუ ურევთ აფხაზებს აფსუებში”.


გააგებინეთ ეს რუსეთს, და ამერიკას, მათ ენაზე. რუსულ და ინგლისურ ენებზე.


რაო, პრობლემები?

იცით, რატომ?

მე ვიცი.

თქვენ? თქვენ თუ იცით?


ზვიადისტების საყურადღებოდ,


ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ „აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა”, რომ ”აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე”,  რომ ”სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით. აფსუა, ანუ აფსარნი, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეული მოდგმის ტომი”, ბოლოს,  ზვიად გამსახურდიამ  ”აფსუას ტომს”  მოუწოდა ” ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ”, რაც, ზვიად გამსახურდიას განცხადებით, უნდა გამოხატულიყო ”აფსუების” მიერ ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში, გადასახლებაში.


(ზვიად გამსახურდიას სიტყვა ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით)

(იხ. ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე, ინტერნეტ-საიტზე https://www.youtube.com/watch?v=Wq_LTL9CcxM)




ახლა კი, ყურადღებით წაიკითხეთ ზვიად გამსახურდიას 1992 წლის 14 აგვისტოს განცხადება, რომელშიც ერთმანეთისგან არის განსხვავებული  ”მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი” და ”აფხაზეთის ქართული მოსახლეობა”, ანუ ფაქტიურად აღიარებული არის ”აფხაზი ხალხის” არსებობა და მისი განსხვავება ”აფხაზეთის ქართული მოსახლეობისგან”.


1992 წლის 14 აგვისტოს, როცა აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე უკვე დაწყებული იყო, იმყოფებოდა რა დევნილობაში, ზვიად გამსახურდიამ გამოსცა განცხადება, რომელშიც მის მიერ მანამდე „აფსუას ტომად“ სახელდებულებთან დაკავშირებით განაცხადა სრულიად საწინააღმდეგო.  ზვიად გამსახურდიამ ისინი დაასახელა უკვე როგორც „აფხაზი ხალხი“, და მოუწოდა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“ გენოციდისგან დაეცვა მცირერიცხოვანი „აფხაზი ხალხი“, რომელსაც, მისი განცხადებით, სრული განადგურებით ემუქრებოდა შევარდნაძის ბანდები. კერძოდ, ზვიად გამსახურდიამ განაცხადა:

ციტატის დასაწყისი:

„საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში, შინაგან საქმეთა თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგის. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისგან დაიცვას  მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას განცხადების ტექსტი ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ აუდიო ჩანაწერის მიხედვით)

(იხ. ზვიად გამსახურდიას განცხადების აუდიოჩანაწერი, რომელსაც დიქტორი კითხულობს, ინტერნეტ-საიტზე  https://www.youtube.com/watch?v=lAsWoADjgs4  ტექსტის წამკითხველი დიქტორის სიტყვით, ტექსტი გამოქვეყნებული იყო გაზეთში „ქართული აზრი“ №28, 1992 წლის 28 აგვისტო)


დაფიქრდით, გაიაზრეთ, ზვიად გამსახურდიამ თავის 1992 წლის 14 აგვისტოს განცხადებაში რა თქვა. ზვიად გამსახურდიამ, მიმართა რა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“, მრავლობითი რიცხვის პირველ პირში მოუწოდა მათ, ანუ სხვებთან ერთად „კავკასიის ხალხებს“:

ციტატის დასაწყისი:

”გენოციდისგან დაიცვას  მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.

ციტატის დასასრული.

ანუ, 1992 წლის 14 აგვისტოს, ზვიად გამსახურდიამ უკვე ერთმანეთისგან განასხვავა ”მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი”, და ”აფხაზეთის ქართული მოსახლეობა”.

ვიმეორებ,

1992 წლის 14 აგვისტოს, ზვიად გამსახურდიამ უკვე ერთმანეთისგან განასხვავა ”მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი”, და ”აფხაზეთის ქართული მოსახლეობა”.


პ.ს.

ტესტი გონებამახვილებისთვის:

თარგმნეთ, დაწერეთ, ინგლისურად ან  რუსულად, წინადადება:

”ნუ ურევთ ქართველებს გრუზინებში ან ჯორჯიანელებში”.

წინასწარ ვამბობ, ზემოთ აღნიშნული წინადადება უაზროა.

მაგრამ თქვენ სცადეთ ამ უაზრო წინადადების თარგმნა.

აზრიანს ყველა თარგმნის.

აი, უაზრობის თარგმნა არის შეუძლებელი.


დახმარება 1:

რუსულ ენაზე:  Грузины.

თვითდასახელება:  ქართველი (არა-რუსულ ენაზე).

სიტყვა ”ქართველი” რუსულ ენაში არ არსებობს. 

დახმარება 2:

ის ადამიანები, რომლებიც რუსების მიერ რუსულ ენაზე დასახელებული არიან როგორც  Абхазы,  თავის თავს თავის მშობლიურ ენაზე (არა-რუსულ ენაზე) ასახელებენ როგორც аҧсуаа.

შედარებისთვის, ის ადამიანები, რომლებიც რუსების მიერ დასახელებული არიან როგორც  Грузины,  თავის თავს თავის მშობლიურ ენაზე (არა-რუსულ ენაზე) ასახელებენ როგორც ქართველი.

ენათმეცნიერული თვალსაზრისით, არასწორია, ხოლო ფსიქიატრიულ  ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, შიზოფრენიული ბოდვაა იმის გამოცხადება, რომ თითქოს ორი სხვადასხვა ხალხია ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც რუსულ ენაზე დასახელებულნი არიან როგორც  Абхазы,  ხოლო თავის  მშობლიურ ენაზე (არა-რუსულ ენაზე) როგორც аҧсуаа.

ეს ისეთივე შიზოფრენიული ბოდვაა, როგორც იმის განცხადება, რომ თითქოს ორი სხვადასხვა ხალხია ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც რუსულ ენაზე დასახელებულნი არიან როგორც  Грузины,  ხოლო თავის  მშობლიურ ენაზე (არა-რუსულ ენაზე) როგორც ქართველი.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
9.07.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები