ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2018


მგზავრის წუხილი

გარეთ ყველაფერი რიგზე არის,
გარეთ ცასთან შეკითხვები არ აქვთ.
და თუ ასეა,
მიწასთან საუბარი, როგორ გამოუვათ?
ამდენხანს გადარჩენილები...
მე რომ წავედი,ბროწეულის  ხემ იყვავილა,
და ფანჯარასთან, ყოველ დილით მზე იკბინება, ქარი კარებთან.
ტყეში ვცხოვრობდი, ხეებს შორის გაბმულ სევდას ყურს ვუგდებდი,
ამიყოლიეს...  ვერ ვიდგებოდი განყენებულად.
მე და ხეებს ხომ,სულ სხვანაირად გვიხდება სევდა.
მწვერვალს ვეწვიე,    ქედებმა სიტყვები გამახსენეს,
რამდენი სიტყვაა უსწორმასწორო.
ფეხი რომ დაგიცდეს.
სული რომ აგემღვრეს.
ხრამის შვილი ხარ, მიწის ყივილი.
მე კი ვიდექი თეთრ ქედებზე, ქინძისთავზე სისხლის წვეთივით.
სიმარტოვე, ტკივილი და ჭრილობები რძისფრად მედინა.
მთის იქით,თითქოს ვიღაცას ეტირა, ზღვები სდიოდა,
თითქოს სველი თვალებით მაცილებდეს ეს ნიაღვარი.,
მწვერვალიდან რომ ჩომრეცხა.
იმდენ ნაპირებს მივეხეთე,თვლაც ამერია.
გაზაფხულისას, მწვანე ფერი როცა მედო,მინდვრად ვიქეცი,
ეს ეტლები და ნფეხურები , არც კი ფიქრობდნენ.
მიწისან თავი რომ ამოვყავი..დავშრი და გავხრიოკდი.
მთაზე რომ ალამი ავღმართე,
თურმე ძაფები შემორჩენილან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები