ნაწარმოებები



ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2018


აკვანი

და იქნებ ჩვენი ბოლო შეხვედრა
ჰგავდა კლდეს მომსკდარ კეთილ ნიაღვარს.
რომ დღემდე თავი ვერ დაგავიწყე
და ჩემზე ფიქრებს ანდობ ნიავქარს.
ან იქნებ გულში ჩაგრჩა ოცნება,
სურვილი დღემდე აუხდენელი.
მოშთვა, მოდრეკა აშარი ქალის
ვით კვიცის ჯერაც გაუხედნელის.
მაგრამ თავისას შვრებიან წლები,
დრო გარბის, მიაქვს გული ჩამჭკნარი.
ვერც მე და ვერც შენ ვერ დავარწიეთ,
არარსებული შვილის აკვანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები