ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2018


წამო

წამო, სურვილებს, ნუ უკედლებ, ათას ბარიერს,
წამო, სიყვარულს დავუბრუნოთ თავის სიგიჟე,
საგაზაფხულოდ მოსულ მერცხალს ნუღარ დაიჭერ,
თორემ ხელებში ჩაგაკვდება, მერე იტირებ.

მერე სინანულს მიენდობი, სუნთქვას აგირევს
და სევდა სულში უჩემობას აღარ გაკმარებს,
წამო, მიეცი სიხალასე დადგმულ ნაბიჯებს,
მე კი მთებიდან წამოგიღებ, წვიმას და ქარებს.

ხომ გიყვარს ქარი? აღელვებულს ქართან თამაშიც?
მე კი ღიმილი მოხატული ზეცის ნაკვთებით...
წამოდი ერთხელ შეგახვედრებ ამინდს, თმაგაშლილს
და ერთმანეთის არსებობით ისევ დავტკბებით.

მხოლოდ ოცნება ამ სიყვარულს ხორცს ვერ შეასხამს,
თუ კი ერთმანეთს, თვითონ ჩვენ არ გავუფრთხილდებით,
წამო, წავიდეთ (მჯერა მაინც), ვეწვიოთ ქალაქს,
წამო, ჩავკიდოთ სამუდამოდ ხელისგულები.

მერე ქუჩაში გავიფანტოთ, წვიმის წვეთები
ჩვენ ვიყოთ ყველგან - მიწად, ცაში, ტაძარიც, ლოცვაც,
სადღაც ნაპირზე სუნთქვასავით შევეფეთებით
და მთელი გულით ჩამეხუტე, თან ოდნავ მორცხვად...

ჩაგიკრავ მკერდში, გულისცემად შემოვიჭრები,
ღვთისგან ნაბოძებ ჩემს სიცოცხლეს სხვა აზრი არც აქვს...
წამო ვაფრინოთ, თოლიებად, ჩვენი ფიქრები
და სიყვარულის ვალი დავდოთ ზღვისპირა ქალაქს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს