ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2018


ჩემი დღეები

რა არიან ჩემი დღეები-
უსიხარულო გათენებები,
შეუმჩნეველი მზის ამოსვლები,
არაფრისმთქმელი შენი თვალები,
ალზე დამწვარი ჩემი ხელები,
გული, გონება,
სამწუხარო არაფერია,
კატასტროფა ნუ გეგონება,
არის მასში ერთი სარკმელი-
ურაკპარაკი,
გზის პირას, მტვერში ამოზრდილილურჯი ეკლით-
ჩემი ლექსებით,
არც მოთქმა ღირს და არც ლაპარაკი,
ბევრისთვის არაფრისმთქმელი,
არც მტრებისათვის გასახარები,
არც მოშურნეთა გულის გამხეთქი,
რადგან არც ერთი მომეძებნება.
კეთილის მსურველს კი რა გამოლევს-
იყვნენ თავისთვის-
ვერაფერს ვაძლევ ხელის მოსაჭიდს,
რადგან მე თვითონ ვეჭიდები,
ქვებს და ბალახებს,
წყალწაღებულს კი რა შეუძლია,
თუ ახლომახლო არავინაა,
გაბედოს და დაიყვიროს-
„ღმერთო მიშველე“
ან წარმოიდგინე,
წყლით სავსე პირით,
დახრჩობის პირას მყოფი რა ხმას გამოსცემს-
სწორედ ესაა ჩემი დღეები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები