მთვრალი ვიყავი და ხელუხლები (თუმცა არხლებას მართლა ვეცადე) არ დამრჩენია შენი მუხლები, ,,კლერის მუხლები,, ... ალბათ, მე ცამდე მართალი დავრჩი თავთან იმ ღამის ქცევით, გიჟური ნამოქმედარით, რომ არ დაგტოვე ,შენთან ვიყავი, რომ არ დამერქვა გაუბედავი. ეძინა სახლებს,წვიმდა ვერაზე, აუ, რამდენი გახეტიალე: ამოვიარეთ ფეხით ძნელაძე და ქუხდა ქუჩა ახვლედიანის! გატაცებული მყავდი დიღმიდან, კლუბში მღეროდა ,,მთვრალი დილანი,,. ახლა სიყვარულს ვითვლი იმ დღიდან, და იმ ღამიდან გაიდეალებ! ნაფეხურები დარჩა იმ ხიდებს, ალბათ, მოვიდა წვიმაც ასობით, ბოლო ხურდებით ვარდი გიყიდე, ვისხედით ჩვენთვის და ვბაასობდით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. წყალივით ლექსია, შენებური და საკაიფო. პ. ს. ცხადია, არაფრის შეცვლა არაა საჭირო. "ვბაასობდით" ზუსტად უხდება აღწერილ სურათს, სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. წყალივით ლექსია, შენებური და საკაიფო. პ. ს. ცხადია, არაფრის შეცვლა არაა საჭირო. "ვბაასობდით" ზუსტად უხდება აღწერილ სურათს, სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის.
7. კაი ლექსია მართლა ძალიან, არაფრის შეცვლას საჭიროებს მითუმეტეს ხიდზე :))) კაი ლექსია მართლა ძალიან, არაფრის შეცვლას საჭიროებს მითუმეტეს ხიდზე :)))
6. გიო, ძალიან ლამაზად და გულწრფელად დაგიწერია. ნ-ი-კ-ი-ს ვეთანხმები"ვბაასობდით" ცოტა არ უხდება, ქუხილს,გატაცებულთან ერთად ხეტიალს:) მე ასე წარმოციდგენდი, თუმცა მე დიდი ვერაფერი მრჩეველი ვარ:)
"ნაფეხურები დარჩა იმ ხიდებს, წვიმაც მოვიდა, ალბათ ასობით. ბოლო ხურდებით ვარდი გიყიდე, ვისხედით ხიდზე და ვქანაობდით." გიო, ძალიან ლამაზად და გულწრფელად დაგიწერია. ნ-ი-კ-ი-ს ვეთანხმები"ვბაასობდით" ცოტა არ უხდება, ქუხილს,გატაცებულთან ერთად ხეტიალს:) მე ასე წარმოციდგენდი, თუმცა მე დიდი ვერაფერი მრჩეველი ვარ:)
"ნაფეხურები დარჩა იმ ხიდებს, წვიმაც მოვიდა, ალბათ ასობით. ბოლო ხურდებით ვარდი გიყიდე, ვისხედით ხიდზე და ვქანაობდით."
5. Zalian lamazia, yohag Zalian lamazia, yohag
3. კარგია, კარგი! კარგია, კარგი!
2. 5
პირველი სტროფის რითმები მომეწონა. 5
პირველი სტროფის რითმები მომეწონა.
1. ძალიან მაგარი ლექსია ყველა კუთხით წავიკითხე და დავტკბი ლექსის ლექსობით
გაიდიალებ- გაიდეალებ ოღონდ მე მგონი
ცოტა ვბაასობდიც ამოვარდნილივითაა, მაგრამ მთლიანობაში მაგრად მომეწონა
ალალი 5 ძალიან მაგარი ლექსია ყველა კუთხით წავიკითხე და დავტკბი ლექსის ლექსობით
გაიდიალებ- გაიდეალებ ოღონდ მე მგონი
ცოტა ვბაასობდიც ამოვარდნილივითაა, მაგრამ მთლიანობაში მაგრად მომეწონა
ალალი 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|