ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: აგრო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 ივლისი, 2018


***

წვიმიან ამინდს არაფერი უხდება ქალის ნაბიჯებზე და თვალებზე მეტად. გაწუწულ თმებ მიკრულ შუბლს რომ ჩამოაყოლებ მზერას და შემოგანათებს ორი აციმციმებული თვალი,ამ სანახაობასთან შემირცხვენია მთელი სამყაროს ცისარტყელები. დაკეცილ ქოლგას რომ შემოგაჩეჩებს და შენ გარშემო თმა გაშლილი ირბენს ღიმილიანი სახით, ამ სანახაობასთან შემირცხვენია ყველანაირი სიმსუბუქე. შენს სიახლოვეს, ყველაზე დიდ გუბეში, რომ გაირბენს, გაგწუწავს და ხელზეც ვითომ შემთხვევით შეგეხება,თან ეშმაკურ ღიმილს შემოგაგებებს, ამ შეგრძნებასთან შემირცხვენია ყველანაირი სიყვარულის ახსნა. რომ აგიყოლიებს, თავს დაგაკარგვინებს,თავის უკან გადაწევით გულიანად რომ გაიცინებს, ამ სანახაობასთან შემირცხვენია ყველანაირი თავისუფლების შეგრძნება. სულ გალუმპული, დაღლილი, მოულოდნელად რომ მოირბენს შენთან, მოგეწეპება და წვიმა გალოკილი ტუჩებით გაკოცებს, ამ შეგრძნებასთან შემირცხვენია ყველანაირი ბედნიერება.

წვიმიან ამინდს, ყველაზე მეტად უხდება ქალის ნაბიჯები, იმ ქალის, რომლის სახეზეც არ მოგბეზრდება წვიმის წვეთების დათვლა, როცა მისი ნიკაპიდან ულევად ეშვებიან.

გიყვარს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები