ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2018


მ ე რ წ მ უ ნ ე


მე შევიცვალე, ისე უბრალოდ,
ვით გუბის წყალი გაწვიმებისას.
მე შევიცვალე, როგორც ირმების
ხმები იცვლება მყვირალობისას.
მე შევიცვალე, როგორც მზის გულზე
გადაფენილი ლურჯი სამოსი.
მე შევიცვალე, როგორც იმედი
ნაუცბათევად ჩემი წამოსვლის.
მე შევიცვალე, რადგანაც მინდა,
ფერიცვალება შეგეხოს შენაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები