ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: უცნობი ქალის ლექსები
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2018


***

ვნება ზეიმობს ჩემს სუსტ სხეულზე,
და მეც ვმარცხდები გრძნობის წინაშე,
ჟინი გადმოხეთქს სიმშვიდის საზღვრებს
და ყველა ერთად შენსკენ ვილაშქრებთ.

ჩამოიგლიჯეთ ნიღაბი ყველამ,
ჩამოიშალეთ გაკრული ფრთები,
გაინავარდეთ უღრუბლო ცაზე და
ბედის წინაშე ნუღარ შედრკებით.

მე კი..
ნიავს მოვყვები სუნთქვად ქცეული,
ლოყას ვეცემი ცრემლად, ეული,
შენზე ვილოცებ როგორც გრძნეული და
დაგიჩოქებ ჟინმორეული.

Natia.K

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები