მდინარის პირას შევჭამეთ ,,კაშა,, თვალები გვქონდა ჭაჭანაჭამი ჭუკების... სოფლელს ვის ყავდა ,,ნაშა,,? არ იყო არსად ქალის ჭაჭანი. ერთი იყავი და ისიც -ჩემი! ჩემი იყავი,ტყეში უსიერ ასე იძახდი : ,,ვაიმე, ჩემი,, ,,მიდი, ჟორჟ!,, ,,მიდი, ჩემო მუსიე!,, და გადარბოდნენ ამ ხმისგან მგლები, ტყის ბინადარნი-თეთრი ტურები. და ჩვენ ფიჩხივით ვიწვოდით ვნებით, სველ მიწას შენი ნათითურები აჩნდა ისე რომ: თითქოს კვერნებმა გადაირბინეს მასზე ქოშინით. როგორც ოთახში,ისე არეულ ტყეში ეყარა შენი ქოშები. წისქვილი ფქვავდა საღომე ღერღილს, ტოტზე გალობდა ჩიტი ნამგალა. არ მეშინოდა თოფის და მეხის. ახლა რა ჭირმა ამაკანკალა?!.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. იცის რა წერა! + იცის რა წერა! +
4. რა მაგარია ^_^ რა მაგარია ^_^
3. გაწყობილი განწყობა. გაწყობილი განწყობა.
2. კარგია, გიო, კარგი! მართალი, ალალი პოეტი ხარ შენ. კარგია, გიო, კარგი! მართალი, ალალი პოეტი ხარ შენ.
1. სველ მიწას შენი ნათითურები აჩნდა ისე რომ: თითქოს კვერნებმა გადაირბინეს მასზე ქოშინით.
მაგარია ეს :)
მთლიანობაში რაღაც აკლია ალბათ აი ის, სიბერემდე გასავლელი გზა :) სველ მიწას შენი ნათითურები აჩნდა ისე რომ: თითქოს კვერნებმა გადაირბინეს მასზე ქოშინით.
მაგარია ეს :)
მთლიანობაში რაღაც აკლია ალბათ აი ის, სიბერემდე გასავლელი გზა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|