ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2018


იმედის ლექსი

მე,აღარ მინდა ულექსობა ნერვებს მიხრავდეს,
სიტყვას ვეძებდე უძილობის ლაბირინთებში,
მინდა,რომ ისევ ძველებურად ვიღაც მიყვარდეს,
ვიღაც,ვინც მოვა და მომაკვდავს ისევ მიშველის,

ვერ მოვიხადე ულექსობის მძიმე სახადი,
გახსოვს-ფრენაზე ოცნებები როგორ მართობდა?!
აქ,ჩემს ოთახში შმორის სუნი ასდით ნახატებს,
და ამდენ ხალხში ძველებურად მაინც მარტო ვარ,

მე ,ჩემი თავი დამეკარგა და ვერ ვპოულობ,
ბნელმა დღეებმა,უმზეობის სევდაც დაკარგეს,
გადასარჩენად მხოლოდ ლექსი არის დროული,
მხოლოდ ეს ლექსი,ვერნათქვამი სიტყვით ნაქარგი,

თუ მომაბრუნებს სააქაოს,მე კვლავ ვიმღერებ,
შენც ლექსთან ერთად დაბრუნდები უეჭველია,
თორემ სიკვდილი რახანია მუშტებს მიღერებს,
მაგრამ შენც იცი რომ სიკვდილი არ მიწერია,

რადგან მე ჩემი უკვდავება გამოვიგონე,
სწორედ ამიტომ დავიწყების არ მეშინია,
მხოლოდ შენ,შენ თუ მოუძებნი კვანძს ჩემ სტრიქონებს,
შენ ჩემო ღამის თანამგზავრო,ლექსის ფერიავ,

მე,გადავრჩები-ხო ამ ლექსმა ბეწვზე მომისწრო,
ფრთებსაც ვიპოვი,ოცნებებსაც შემოვირიგებ.
კვლავ მშვიდობაზე ვიქადაგებ შუა ომისას,
და ფართო გზები ჩაანაცვლებს ვიწრო ბილიკებს.

მე დავბრუნდები!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები