ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2018


წვიმის ქალაქი

ამ ქალაქ ქაოსის სუნი აქვს,
ქარი ზღვას აჰყვა და ჩურჩულებს,
ღამეა,ქუჩაში სულიერს
ვერ ნახავ,და სევდის ურჩხული

ქალაქზე ცასავით ბატონობს,
იქუხა,იწვიმებს სულ მალე,
მთელი ამ მისტიკის პატრონი,
მე გავხდი,ქალაქის სტუმარი.

მეორედ ინათა,უკვე წვიმს,
წვეთები ასფალტზე ხტუნავენ,
ქუჩაში გამოსვლა აღაღ ღირს,
მე კი ზღვასთან მივალ სულ მალე,

და მერე დავიწყებ საუბარს,
ტალღებთან ჩემებურ დიალოგს,
და ამინდს მხარი რომ ავუბა,
ეს ნიშნავს- რომ მარტომ ვიარო,

წვიმაში,სანამ არ ინათებს...
ამ ქალაქს სუნი აქვს ქაოსის,
და ხვალაც თუ კვლავ გამიმართლებს,
იწვიმებს,და სასაფლაოზე,

არავინ იქნება ჩემს გარდა
ცოცხალი,ხო მე ეს მახარებს,
არასდროს ვამბობ რომ მიყვარდა,
მე,ახლაც მიყვარს და ახალი

გზების და წვიმების ნახვა მსურს,
და მინდა იქამდე ვიარო
რომ ერთ დღეს მივადგე დასასრულს,
მაგრამ ჯერ პლანეტა ტრიალებს...

მეც ღამეს კვლავ ღამით ვანაცვლებ,
ქარაფთან თავს ფრთებით ვიმაგრებ,
და არ ვეპუები განაჩენს,
სულ მალე სხვა ქალაქს მივაგნებ...










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები