ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2018


უ ც ე ბ ა ო ()

ბევრ მინახავ შენ ნაქები
სისულელის მკონკველაო
ვერაგს ყველა ვერაგ ჰგონავ
თავის არის მხოტბველაო
გაძვრება და გამოვრება
მიწას ეკვრის სულ მელაო,
არ მინახავ უწვიმრადა
წვიმას ახლავ სულ ელვაო
მაძღარს ყველა მაძღარ ჰგონავ
მელას ყველა სულ მელაო
თავი ბრძენად დაუსახავ
თუმცა არი სულელაო
გველის მზმანე ყველა ფსლიკვი
გახეთქილა სუყველაო.
დრო დამდგარა სამართლისა
ჯვარს გაკრულა წურბელაო
ხელმწიფედ კი ის დამჯდარა
ვის დასწამეს მუხთელაო.
სიმართლის მთქმელს რაში უნდა
გზასავალი ცხრაჯერაო
თივაფუჩეჩს თავსამეტებს
ვხედავ შმორა ნამჯერაო
სხვას არწმუნებს რაც არ არი
თვის სიბეცე ბრძნად სჯერაო
გონისჭერი არა ხურავ
ნარნახშირი ხელს სჭერაო
გამიკვირდა ყელყელაობს
ცრუპენტელა ბენტერაო
მოლაყბესა ენა ჭარბობს
ლაშპირ კი არ უცვდებაო.
ნაყორნალსაც კარგადა სჭამს
ყელშიც ძვალ არ უცდებაო.
ჭკვაუხმარა ბრიყვებისთვის
არც ღირსება უცებაო.
არც სხვა რამე ღირსეული
უცხო არცრა უნდებაო
რასაც ჰკარგავ არ ბრუნდება
უგერგილო უძღებაო.
ვინაც ნამუს აიხადა
კარგ მას ყველა უფრთხებაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს