ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2018


***

მაშინ, როცა დააკლდებათ წამებს გაჩუმება,
მაშინ, როცა ხმაურს ეკარგება აზრი,
როცა გულუბრყვილო ღიმილს მაჩუქებ და
როცა ჩახუტება გეჩვნება ბასრი,

უნდათ ცენტრალური ქუჩის გადატანა,
უნდათ ლამპიონებს, ჩაქრნენ,
ღამემ, ჩემო კარგო გუშინ გამაწამა,
ისე .... რა ხანია არ ვწერ !

შენი ტუჩებიდან, ჩემი ,,ღმერთო ჩემო''
თავდაჯერებული ცამდე,
უნდა აღარასდროს აღარ შეგაჩერო,
უნდა სიგიჟემდე მწამდე,

ახსოვთ უკუსვლების ყველა ნაფეხური,
ქუჩებს, ბილიკებს და ბაღებს,
რომ თუ რამე არის ახლა უსასრული,
უნდა უეჭველად გგავდეს,

დაგვწერს თავად, რომ მოვკვდებით' ისტორია,
ვინ დაგვხატავს, გვირილებით ამ დროს!?
დაგირწმუნდი, ცხოვრებაში ის მქონია,
რასაც, მთელი ცხოვრებაა ვნატრობ.

მაშინ, როცა დააკლდებათ წამებს გაჩუმება,
მაშინ, როცა ხმაურს ეკარგება აზრი,
ყველა ჩემი ლექსის, განცდას გაჩუქებ და
ჩუმი ჩახუტება ... არ იქნება ბასრი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები