ნაწარმოებები



ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
28 ივლისი, 2018


ჩვენი მერცხლები

ჩვენმა დედა მერცხალმა,
ხუთივე ბარტყს აჭამა,
დაღლილს კი დაავიწყდა,
საკუთარი სმა-ჭამა.
მერე იქვე სადენზე,
ჩაეძინა ღრმა ძილით,
სიზმრად ნახა ხუთი ბუდე,
და შვილები დაზრდილი.
ბოძზე მამა მერცხალი,
შვილებს უდგას დარაჯად
ოჯახის მეხამრიდი
აჭიკჭიკდა ლამაზდ.



        ელენიკოს

პატარა ელენიკომ
უკვე გვითხრა აღუ,
და ოჯახი სიხარულით
მას უმართავს ალღუმს.
სათამაშოც აიღო,
დაიჭირა ხელში,
აკაკუნებს კედელზე,
ვით კოდალა ხეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები